1.
სტრატეგიულ მართვაზე  პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა)
აკადემიური უმაღლესი განათლება;
ბ)
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება, ან ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება დაწესებულებაში ადმინისტრაციულ პერსონალად მუშაობის გამოცდილებას) და ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ)
გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით;
დ)
გავლილი სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე).
2.
სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა)
სტრატეგიული გეგმის შედგენის, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები;
ბ)
ადრეული და სკოლამდელი განათლების მართვის პრინციპები;
გ)
ადრეული განათლების პრინციპები;
დ)
კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
ე)
,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი;
ვ)
,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ზ)
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”;
თ)
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;
ი)
ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;
კ)
ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები;
ლ)
ინვენტარიზაციის პროცედურები;
მ)
პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპები.
3.
სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა)
დაწესებულების საჭიროებების განსაზღვრა;
ბ)
დაწესებულების სტრატეგიული გეგმის შედგენა, განხორციელება და შეფასება;
გ)
პერსონალის გაძღოლა, მიმართულების მიცემა;
დ)
დაწესებულების შიდა და გარე პოლიტიკის მართვა;
ე)
შესყიდვების დაგეგმვა;
ვ)
წლიური ბიუჯეტის შედგენა;
ზ)
კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;
თ)
რომელიმე უცხო ენაზე საუბარი და ტექსტის გააზრებ