1.
სტანდარტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონში (შემდგომში – კანონი).
2.
ამ სტანდარტის მიზნებისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
ა)
დაწესებულების პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე;
ბ)
კლასტერი – საერთო მიმართულებებზე მომუშავე პერსონალის პირობითი დაჯგუფება;
გ)
ადმინისტრაციული პერსონალი – პერსონალი, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს და ზედამხედველობას უწევს დაწესებულებაში განხორციელებულ პროცესებს და ამ პროცესებში ჩართულ თანამშრომლებს. ადმინისტრაციული პერსონალი პასუხისმგებელია დაწესებულება მართოს შემდეგი მიმართულებებით: სტრატეგიული მართვა, საგანმანათლებლო პროცესი, მატერიალური რესურსი, ადამიანური რესურსი;
დ)
სტრატეგიული მართვა – დაწესებულების ორგანიზაციული მართვა, მისიის და მიზნების განსაზღვრა, სტრატეგიული გეგმების შედგენა, ამ მხრივ საჭიროებების დადგენა და შესაბამისი რეაგირება;
ე)
საგანმანათლებლო პროგრამის მართვა – დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის (პროცესი, ფიზიკური გარემო, სოციალური გარემო და ა.შ.) და მასში ჩართული ადამიანური რესურსის მართვა;
ვ)
მატერიალური რესურსის მართვა – დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურის, ფინანსების, მარაგების მართვა;
ზ)
ადამიანური რესურსის მართვა – დაწესებულების ადამიანური რესურსისთვის საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა, განხორციელება და სხვა;
თ)
საგანმანათლებლო პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას. საგანმანათლებლო პერსონალი იყოფა საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ და ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალად;
ი)
საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი – აღმზრდელ-პედაგოგი და სხვა პერსონალი, რომელიც საგანმანათლებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკურ, სიღრმისეულ განხორციელებას, ან მთლიანობაში უწევს დახმარებას საგანმანათლებლო პროცესს (მაგ.: აღმზრდელი, მუსიკის მასწავლებელი, რიტმიკის მასწავლებელი, ცეკვის მასწავლებელი, ხატვის მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი და ა.შ.);
კ)
ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამაში ბავშვთა ჩართულობას მათი ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით (მაგ.: სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვა);
ლ)
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – პერსონალი, რომლის მოვალეობაა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
მ)
ტექნიკური პერსონალი – პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულებაში ჰიგიენაზე, კვებაზე, მატერიალური რესურსის გამართულობაზე,  მცენარეთა მოვლაზე და უსაფრთხოებაზე;
ნ)
ჯგუფის დამხმარე პერსონალი – პერსონალი, რომელიც დახმარებას უწევს საგანმანათლებლო პერსონალს ბავშვებთან მუშაობის პროცესში (მაგ.: ასისტენტი), საგანმანათლებლო პერსონალის მითითებით ერთვება ბავშვების საქმიანობებში, ეხმარება რუტინული აქტივობების მართვაში;
ო)
ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების სისუფთავეს, სანიტარიული და ჰიგიენის ნორმების დაცვას;
პ)
კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც დაწესებულების მიერ კვების მომსახურების გაწევის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვების მომზადებას;
ჟ)
მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებაში არსებული ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამართულად ფუნქციონირებას, ასევე ასრულებს სხვადასხვა სახის ფიზიკურ სამუშაოს;
რ)
მცენარეთა მოვლაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მცენარეთა მოვლას (შენობაში, ეზოში);
ს)
უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მატერიალური რესურსისა და საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული პირების (ბავშვებისა და პერსონალის) უსაფრთხოების დაცვას;
ტ)
თემი – ერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ.თავი II

დაწესებულების პერსონალის შემადგენლობ