„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №32 |
|
2018 წლის 25 იანვარი ქ. თბილისი |
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 332 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადა და საფასური“.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დაინტერესებული პირი ვალდებულია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გასაწევი მომსახურებისათვის სააგენტოს ანგარიშზე მომსახურების გაწევამდე გადაიხადოს დადგენილი საფასური და სააგენტოში განაცხადის შეტანის მომენტისათვის წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში განაცხადის შეტანის დღის მომდევნო სამუშაო დღეს და მთავრდება მომსახურების გაწევის ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. 3. თუ მომსახურების გაწევის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადა მთავრდება უქმე ან დასვენების დღის მომდევნო სამუშაო დღის გასვლასთან ერთად. 4. თუ მომსახურების გაწევისას გამოვლინდა ხარვეზი, სააგენტო დაინტერესებულ პირს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულმა პირმა უნდა გამოასწოროს ხარვეზი. ხარვეზის გამოსწორებამდე მომსახურების გაწევის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. მომსახურების გაწევის ვადის დინება განახლდება ხარვეზის აღმოფხვრისთანავე. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრულ ვადაში არ მოხდება ხარვეზის აღმოფხვრა, წარმოება წყდება და დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასური უკან უბრუნდება.
მუხლი 2. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური
|