,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22-დეკემბრის N-19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№01
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.115.016243
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №01

2018 წლის 25 იანვარი

დაბა ლენტეხი

 

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის"  61-ე მუხლის მე-2  პუნქტის  „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად    ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017  წლის 22 დეკემბრის №19  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge   28.12.2017 წ. 010250020.35.115.016231)

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (დანართი №1) მე-2  თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. „მერიის თანამდებობის  პირები და მათი  უფლებამოსილებები’’

2.  მე-5 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 მუხლი-5 ,,მერიის  თანამდებობის პირები’’

„1. მერიის თანამდებობის პირები არიან:“

 3. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.ბ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ. ბ“ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად,  საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო  სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ  კანონის შესაბამისად  კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში  მონაწილეობისა და   მასში გაწევრების შესახებ ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/ აქციების შეძენის შესახებ;”

4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.მერია შედგება  მერიის თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულებისაგან“.

5. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერის   არყოფნისას მერის მოვალეობას ასრულებს მერის    პირველი მოადგილე.

მერის უფლებამოსილების  შეჩერების  ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს  მერის პირველი მოადგილე. თუ მერის პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის – მერის მოადგილე, ხოლო თუ მერს ორი ან ორზე მეტი მოადგილე ჰყავს მერის უხუცესი მოადგილე . თუ მერის პირველი მოადგილე ან  მერის მოადგილე დანიშნული არ არის  მერის  მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.’’

6. მე-8 მუხლის სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი   რედაქციით:

„მუხლი 8.  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილებები.“

7. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია საჯარო მოხელე რომელსაც თანამდებობაზე  ნიშნავს და  თანამდებობიდან  ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“

8.  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის  „ზ“ -ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ“ დადგენილი წესით ისარგებლოს „შვებულებით  პროფესიული  განვითარებისათვის“

 9.  მე-5 თავის სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მერიის მოხელეების  თანამდებობაზე  დანიშვნა-გათავისუფლება და სამსახურებრივი  ,,კარიერული განვითარება“

10.  მე-19 მუხლის  მე-2 პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ“  უკონკურსოდ  და ამ დებულების  მე-20  მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში“.

11.  36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა“ მერიის თანამდებობის პირების ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები;“

12.  36-ე მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2 საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ განსაზღვრული წესით მერიის საჯარო  ინფორმაციის გაცემაზე  პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული საჯარო მოხელე“.

13. 36-ე მუხლის  მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს“  საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი  სხვა საჯარო ინფორმაცია’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი