,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№32
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.151.016260
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2018 წლის 29 ივნისი

დაბა სტეფანწმინდა

 

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის №19 დადგენილებაში (www matsne.gov.ge,  07.05.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.151.016247) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერიის თანამდებობის პირები არიან:“.

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერიის უფლებამოსილების შეჩერებისა ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მერის პირველი მოადგილე, თუ მერის პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის - მერის მოადგილე, ხოლო თუ მერს ორი ან ორზე მეტი მოადგილე ჰყავს - მერის უხუცესი მოადგილე. თუ მერის პირველი მოადგილე ან მერის მოადგილე დანიშნული არ არის, მერის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე“.

3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან“.

4. მე-16 მუხლის მე-2 პუნქის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ა) მერიის პირველი მოადგილის ან მოადგილის ვაკანსიის  შემთხვევაში მერის ერთ-ერთ მოადგილეს“.

5. მე-5 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მერიის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა - განთავისუფლება და კარიერული განვითარება“.

6. 21-ე მუხლის პირველი  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „მერიის რეორგანიზაციის ან სტრუქტურული ერთეულების გაუქმების გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მერიის მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე  ან სხვა სტრუქტურულ ერთეულში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არრსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.“.

7.  29-ე მუხლის სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მერიის სამსახურის სამუშაო გეგმები“.

8. 29-მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „ყოველი სამუშაო გეგმა დგება დასაგეგმი პერიოდისათვის. მერიის სამსახურის  დასაგეგმი პერიოდებია  6 თვე და ერთი წელი. მერიის სამსახურის დასაგეგმი პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი და წელიწადი.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.06.2018.
როდის იქნა მიღებული „,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 29.06.2018. მიმღები ორგანო — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №32. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.151.016260.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №32, 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016260 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4242178/