ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№36
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.119.016340
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №36

2018 წლის 18 იანვარი

ქ. ხონი

 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №21 დადგენილებით (www.matsne.gov.ge. 22/11/2017., სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.119.016325) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე- 3 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ“ სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციულ)  იურიდიული პირის ფორმით შექმნაზე მერისთვის თანხმობის მიცემა.

2. მე- 8 მუხლი მე-3 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3“. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები მერის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების, საკრებულოში რეგისტრირებული ლობისტის (ლობისტების), საკრებულოში მოწვეული პირებისა  და  სხდომაზე  დასწრების  მსურველ  პირთათვის.

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია

 1. საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოეწყოს საკრებულოს ღია სხდომების რადიო-და ტელე- ტრანსლაცია, აგრეთვე ტრანსლაცია ინტერნეტის მეშვეობით.

2. თუ საკრებულოს ღია სხდომაზე მოსულ დასწრების მსურველთა რაოდენობა მეტია, ვიდრე საკრებულოს სხდომათა დარბაზში დამსწრე პირებისათვის გამოყოფილ ადგილების რაოდენობა, სავალდებულოა სხდომის ტრანსლაცია, ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხდომაზე დასწრების მსურველთათვის სხდომის მიმდინარეობის მოსმენის უზრუნველყოფა.

3. საკრებულოს სხდომის ტრანსლაციას და მის საჯაროობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

4. 22-ე მუხლი მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„4“. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმის ასლები ეგზავნება საკრებულოს კომისიებს, ფრაქციებს, დროებით სამუშაო ჯგუფებს და მერს

5. 23-ე მუხლი 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1”. საკრებულოს კომისია არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც იქმნება საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს, მერიის სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.

6. 75-ე მუხლი 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1“. ფარული კენჭისყრა იმართება მხოლოდ პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენებისდა მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტის დროს. ფარული კენჭისყრა ტარდება ბიულეტენების მეშვეობით.

7. 83-ე მუხლი 1-ლი  პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ე“ საკრებულოს კომისიები და მერი საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილ ვადებში იხილავს წარმოდგენილ სამართლებრივი აქტის პროექტს და აწვდის შესაბამის დასკვნას საკრებულოს აპარატს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე