აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 29.01.2018
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.057.016269
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 275 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის კანონი 91% 12.06.2023 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 89% 05.04.2018 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 89% 28.02.2019 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 88% 14.09.2023 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 88% 11.04.2019

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №3 2018 წლის 29 იანვარი ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ მუხლი 1🔗. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელი­სუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა გრანტებთან დაკავშირებით გაითვა­ლისწინონ შემდეგი: 1. თუ გრანტის თანხა ან/და ნატურალური ფორმით მისაღები ქონების ღირე­ბუ­ლება აღემატება ასი ათას ლარს, გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტი მის გაფორმებამდე განსახილველად უნდა წარედგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გრანტის მიღების მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასების მიზნით. მუხლი 2🔗. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ შემდეგი: 1. თუ გრანტის თანხა ან/და ნატურალური ფორმით გასაცემი ქონების ღირებულება აღემატება ორმოცდაათი ათას ლარს, გრანტის გაცემის შესახებ დოკუმენტის პროექტი, მის გაფორმებამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დასკვნასთან ერთად განსახილველად უნდა წარედგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გრანტის გაცემის მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასების მიზნით. 2.თუ გრანტის თანხა ან/და ნატურალური ფორმით გასაცემი ქონების ღირებულება არ აღემატება ორმოცდაათი ათას ლარს, სამინისტრო უფლებამოსილია, მიიღოს გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წინასწარი თანხმობით. 3. თუ გრანტის თანხა ან/და ნატურალური ფორმით გასაცემი ქონების ღირებულება არ აღემატება ათი ათას ლარს, სამინისტრო უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება, რომლის შესახებ უნდა ეცნობოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს. 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროს მიერ გაცემული გრანტების წლიური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მისთვის დამტკიცებული ასიგნებების 3%-ს, თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება. 5. კონკრეტული მიმართულების მიხედვით გრანტის გაცემასთან დაკავშირებული მოთხოვნები შესაძლებელია დადგინდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროს მიერ. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე