აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.01.2018 ბოლო ცვლილება 28.07.2022
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.057.016269
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №3

2018 წლის 29 იანვარი

ქ. ბათუმი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელი­სუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა გრანტებთან დაკავშირებით გაითვა­ლისწინონ შემდეგი:
1. თუ გრანტის თანხა ან/და ნატურალური ფორმით მისაღები ქონების ღირე­ბუ­ლება აღემატება ასი ათას ლარს, გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტი მის გაფორმებამდე განსახილველად უნდა წარედგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გრანტის მიღების მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასების მიზნით.

მუხლი 2. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ შემდეგი:
1. თუ გრანტის თანხა ან/და ნატურალური ფორმით გასაცემი ქონების ღირებულება აღემატება ორმოცდაათი ათას ლარს, გრანტის გაცემის შესახებ დოკუმენტის პროექტი, მის გაფორმებამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დასკვნასთან ერთად განსახილველად უნდა წარედგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გრანტის გაცემის მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასების მიზნით.

2.თუ გრანტის თანხა ან/და ნატურალური ფორმით გასაცემი ქონების ღირებულება არ აღემატება ორმოცდაათი ათას ლარს, სამინისტრო უფლებამოსილია, მიიღოს გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წინასწარი თანხმობით.

3. თუ გრანტის თანხა ან/და ნატურალური ფორმით გასაცემი ქონების ღირებულება არ აღემატება ათი ათას ლარს, სამინისტრო უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება, რომლის შესახებ უნდა ეცნობოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროს მიერ გაცემული გრანტების წლიური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მისთვის დამტკიცებული ასიგნებების 3%-ს, თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება.

5. კონკრეტული მიმართულების მიხედვით გრანტის გაცემასთან დაკავშირებული მოთხოვნები შესაძლებელია დადგინდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროს მიერ.


მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე