ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2018 წლის 31 იანვარი ქ.ახალციხე |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ’’ ქვეპუნქტების, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
ახალციხის მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ ვალისა) სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი’’) დიფერენცირებულია ქალაქ ახალციხის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და იანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
GN = IMG x ITL x G x K, სადაც:
ა) GN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG – არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქალაქ ახალციხისათვის უდრის 0,45-ს;
გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:
გ.ა ) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს,
გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს,
გ.დ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს;
დ) G – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 100-ს.
პირველი მუხლის მიხედვით, ქალაქ ახალციხეში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №2
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და იანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG x ITL x C x K, სადაც: ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG – არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქალაქ ვალისათვის უდრის 0,28-ს; გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ყველა დასახლების ზონირება უნდა ითვალისწინებდეს ერთ შუალედურ ზონას და უდრის 1,0-ს. დ) C – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 60-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ვალეში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი ოდენობით:
|
დანართი №3
ქალაქ ახალციხის ტერიტორიის ზონირება
|