ახმეტის მუნიციპალიტეტის  მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.02.2018 ბოლო ცვლილება 01.06.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.162.016427
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №8

2018 წლის 5 თებერვალი

ქ. ახმეტა

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახური
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის  მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის დებულება თანახმად დანართი №1-ისა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი



დანართი №1
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის დებულება
მუხლი 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის  მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახური
1.  მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების  და მერის წარმომადგენელთა  კოორდინირებული საქმიანობის ორგანიზებასა  და ხელშეწყობას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში  მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობას მერიისა და საკრებულოს  სამართლებრივი აქტების შესახებ,  მუნიციპალიტეტის მერთან და სხვა თანამდებობის პირებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობის შეხვედრის ორგანიზებას და სხვა ფუნქციების განხორციელებას.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.


მუხლი 2. მერის წარმომადგენელთა საქმიანობის  კოორდინაციის სამსახურის სტრუქტურა 
1.  სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სხვადასხვა რანგის  პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან (შემდგომ – საჯარო მოხელე).

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებანი და  ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (სამსახურის უფროსის) არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მისი ფუნქციები დროებით შეიძლება დაეკისროს ერთ-ერთ საჯარო მოხელეს.

4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების, აგრეთვე მათი კარიერული განვითარებისა და სამსახურებრივი გადაყვანის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად.


მუხლი 3. მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის ფუნქციები:
მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის  სამსახურის  ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და მერის წარმომადგენელთა კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა და ორგანიზება;

ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში  მცხოვრები მოსახლეობისათვის მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაცნობა;

გ) ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის ინფორმირებულობა განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამების და პროექტების შესახებ;

დ) მერის და მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირების საჯარო შეხვედრების  ორგანიზება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში;

ე) ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები“ სტატუსის მონიტორინგის ჩატარების ორგანიზება და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების სისტემატიზაცია;

ვ) წარმომადგენელთა მიერ განხორციელებული საქმისწარმოების მონიტორინგი;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ახმეტის მუნიციპალიტეტის  მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის  მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.06.2022.
როდის იქნა მიღებული „ახმეტის მუნიციპალიტეტის  მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
„ახმეტის მუნიციპალიტეტის  მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 05.02.2018. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.162.016427.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის  მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 01.06.2022-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ახმეტის მუნიციპალიტეტის  მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ახმეტის მუნიციპალიტეტის  მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.06.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის  მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №8, 05.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016427 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4042474/