ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №8 დადგენილებაში „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახური“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.162.016580
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №44

2022 წლის 1 ივნისი

ქ. ახმეტა

 

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №8 დადგენილებაში „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახური“ ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №8 დადგენილებაში „ახმეტის მუნიციპალიტეტის  მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახური“ (www.matsne.gov.ge, 09/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.162.016427)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ახმეტის მუნიციპალიტეტის  მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.  ახმეტის  მუნიციპალიტეტის  მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის  სამსახურის  სტატუსი

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ - მერია) პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და მერის წარმომადგენელთა კოორდინირებული საქმიანობის ორგანიზებასა და ხელშეწყობას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებას მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტების შესახებ, მუნიციპალიტეტის მერთან და სხვა თანამდებობის პირებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობის შეხვედრის ორგანიზებას და სხვა ფუნქციების განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს  საქართველოს კანონმდებლობისა და  ახმეტის მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი