📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.02.2018
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016410
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,308 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 07.03.2018 მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.05.2024 ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 03.05.2022 თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 26.01.2018 ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2018 წლის 12 თებერვალი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების  სამსახურის  დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №19 (matsne.gov.ge, 13/10/2014, 010250000.35.153.016224),  „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №24 (matsne.gov.ge, 13/10/2014, 010260020.35.153.016229) და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის  №13 (matsne.gov.ge, 01/04/2015, 010260020.35.175.016065) დადგენილებები. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე დანართი   მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილების საფუძველზე. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, მერიის დებულების, ამ დებულების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 3. სამსახური წარმართავს მერიის საქმისწარმოებას,  მათ შორის, საკადრო საკითხებს, ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულების კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ახორციელებს შესყიდვებს, უზრუნველყოფს მერიის სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, ასევე სახელწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ ვიზირებას. კოორდინაციას უწევს მერის წარმომადგენლების საქმიანობას. 4. სამსახური ანგარიშვალდებულია  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საქმისწარმოების განყოფილება; ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; გ) შესყიდვების განყოფილება; დ) იურიდიული განყოფილება; ე) მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. მუხლი 3🔗. სამსახურის ხელმძღვანელი 1. სამსახურის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის  მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;  ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ზ) უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ)  უზრუნველყოფს მერიაში დაცული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, დოკუმენტაციის ასლების კანონით დადგენილი წესით დამოწმებას; ი) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი. მუხლი 4🔗. სტრუქტურული ქვედანაყოფის/განყოფილების ხელმძღვანელი 1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებების საქმინაობას წარმართავს განყოფილების ხელმძღვანელი. 2. განყოფილების ხელმძღვანელი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს. 3. განყოფილების ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე. 4. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით, მერის ბრძანების საფუძველზე, განყოფილების ხელმძღვანელის  უფლება-მოვალეობებს ასრულებს ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 5🔗. საქმისწარმოების განყოფილება საქმისწარმოების განყოფილება კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მერიის კორესპონდენციის მიღებას და ადრესატისთვის გაგზავნას; ბ)მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს; გ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადო გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; დ) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას, შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციას და ინდექსაციას; ე) დოკუმენტის გადაცემას შემსრულებლისთვის; ვ) დოკუმენეტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; ზ)საქმეთა მომზადებას არქივისთვის ჩასაბარებლად; თ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; ი) მერიაში დასაქმებული პირებისთვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; კ) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას და ელექტრონულ საქმისწარმოებას; ლ) მერის სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; მ) კომუნიკაციას სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ასევე მერის კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა; ნ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნებას; ო) სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციული ერთეულებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას; პ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 6🔗. ადამიანური რესურების მართვის განყოფილება ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს: ა)მერიის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას; ბ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განაზღვრული დოკუმენტაციის წარმოდგენის და შესაბამისობის შემოწმებას; გ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას; დ) შრომითი ხელშეკრულების შემუშავებას, აღრიცხვას და კონტროლს ხელშეკრულების პირობების დაცვაზე; ე) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 7🔗. შესყიდვების განყოფილება კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს: ა)ტენდერების და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალებების ორგანიზებას და განხორციელებას; ბ) შესყიდვების წლიური გეგმის  და გეგმაში განსახორციელებელი ცვლილების პროექტების მომზადებას;  დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, შესყიდვების მომზადებასა და განხორციელებას, შესყიდვის ხელშეკრულების  მომზადებას; გ) შესყიდვების პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას; დ) ერთიანი სისტემატიზებული ფორმით ინფორმაციის შეგროვებას დაგეგმილი და წარმოებული მუნიციპალური შესყიდვების,  არსებული და შესაძლო ობიექტის პოტენციური მომწოდებლების,  შესყიდვებში მონაწილე ორგანიზაციების, მათ მიერ საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მოწოდებაზე გაკეთებული შემოთავაზებების და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ; ე) შესყიდვების ჩატარების შესახებ პერიოდული და ყოველწლიური ანგარიშების შედგენას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში,  შემოსული წერილების და განცხადებების განხილვას,  შესაბამისი დასკვნების და წერილების მომზადებას; ზ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 8🔗. იურიდიული განყოფილება განყოფილება, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს: ა)  მერიის სამართლებრივ მომსახურებას; ბ) მერიის ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, სახელწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას; გ)  კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შემოსული განცხადებების, წერილებისა და  მომართვების განხილვას;  დ) მერის, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სხვა თანამშრომლების იურიდიულ კონსულტაციას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ე) მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ხელშეკრულებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას; ვ) სამართლებრივი აქტების ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას;  ზ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 9🔗. მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში: ა) აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, მერიასთან და უშუალოდ მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებთან; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; დ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას; ე) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას; ვ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას; ზ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს მერს და საკრებულოს; თ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას; ი) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში;  კ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის საკითხებზე; ლ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის  ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას; მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ; ნ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში; ო) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს; პ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს; ჟ)  მერის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი და შესაბამისი რეკვიზიტები. მუხლი 10🔗. დასკვნითი დებულებანი 1. დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი ცვლილება და დამატება დებულების განუყოფელი ნაწილია. 2. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.