„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-9/ნ |
|
2018 წლის 23 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, |
| მუხლი 1 |
„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 470230000.22.035.016321) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“ და „ც“ ქვეპუნქტები:
„ჩ) „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“ (დანართი 26); ც) „უროლოგია“ (დანართი 27).“. |
2.
ბრძანებას დაემატოს დანართი 26 (ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა), დანართი 27 (უროლოგია) თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
1. სპეციალობის დასახელება
:
ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა.
2. სპეციალობის შინაარსი : ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა არის კლინიკური მედიცინის სპეციალობა , რომლის მიზანია ურგენტულად განვითარებული დაავადებების სიმპტომების , დაზიანების , ტრავ მ ის დიაგნოსტი კ ა და მკურნალობა . გადაუდებელი დახმარება მოიცავს საწყის შეფასებას ანუ ტრიაჟს , დიაგნოსტი კ ას , მკურნალობას და პაციენტების სწრაფ სორტირებას ქირურგიულ ი , თერაპიულ ი , ფსიქიატრიულ ი და სხვა პროფილების მიხედვით . ბავშვთა გადაუდებელი დახმარება გულისხმობს ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილ დახმარებას ბავშვთა (ახალშობილობიდან 18 წლის ჩათვლით) ასაკში განვითარებული დაზიანებების და სინდრომების დროს. გადაუდებელი დახმარების ერთეულში პაციენტების მართვა ხდება მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში. 3. ზოგადი ცოდნა : ბავშვთა გადაუდებელი დახმარების სპეციალისტმა უნდა უზრუნველყოს გადაუდებელი დახმარების ნიშნების დაუყოვნებლივ ამოცნობა, შეფასება, სტაბილიზაცია და დაავადების სიმწვავის და დაზიანების ხარისხის მიხედვით პაციენტების დისპოზიცია,გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემდეგ პაციენტის გაწერა ბინაზე ან, საჭიროების შემთხვევაში, მისი ჰოსპიტალიზაცია ჩვენების მიხედვით, შესაბამის დეპარტამენტში. ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტს უნდა შეეძლოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი სისტემების მხრივ გამოვლენილი გადაუდებელი მდგომარეობებისა და სიმპტომების მართვა : ა ) კარდიოვასკულ ურ ი ; ბ ) დერმატოლოგიური ; გ ) ენდოკრინული და მეტაბოლური ; დ ) სითხისა და ელექტროლიტების დისბალანსი ; ე ) ყურის , ცხვირის , პირის , ნიკაპის დაზიანებები ; ვ ) გასტროინტესტინუ რ ი ტრაქტი ; ზ ) ჰემატოლოგიური და ონკოლოგიური ; თ ) ალერგიული და იმუნური ; ი ) ინფექციური დაავადებები და სეფსისი ; კ ) კუნთოვანი და ორთოპედიული ; ლ ) ოფთალმოლოგიური ; მ ) ნევროლოგიური ; ნ ) ფსიქიკური და ქცევითი დარღვევები ; ო ) ტრავმა ; პ ) შარდ -სასქესო ; ჟ ) ტოქსიკოლოგიური მდგომარეობები ; რ ) მწვავე მუცლის ტკივილი ; ს ) ზურგის ტკივილი ; ტ ) არატრავმული სისხლდენა ; უ ) გულის გაჩერება ; ფ ) გულმკერდის ტკივილი ; ქ ) დიარეა ; ღ ) დისპნეა ; ყ ) ცხელება ; შ ) თავის ტკივილი ; ჩ ) სიყვითლე ; ც ) კიდურების ტკივილი ; ძ ) გულყრა ; წ ) შოკი ; ჭ ) სინკოპე ; ხ ) ღებინება ; ჯ ) დიზურიული მოვლენები.
4. დაავადებები და მდგომარეობები :
5. პრაქტიკული უნარ -ჩვევები : ა ) ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტ ს შეუძლია შემდეგი კვლევის მონაცემების ინტერპრეტაცია: ა.ა) კლინიკური კვლევები; ა.ბ)ბიოქიმიური კვლევები; ა.გ)სეროლოგიური გამოკვლევები; ა.დ) იმუნოლოგიური კვლევები; ა.ე) მიკრობიოლოგიური კვლევები; ა.ვ) მოლეკულური კვლევები; ა.ზ) მჟავა-ტუტოვანი ბალანსის კვლევა; ა.თ) სისხლის აირთა კვლევა; ა.ი) ელექტროლიტთა კვლევა; ა.კ) ელექტროკარდიოგრამა; ა.ლ)ექოკარდიოგრაფია; ა.მ)ელექტროენცეფალოგრაფია; ა.ნ) ულტრაბგერითი გამოკვლევა; ა.ო) რენტგენოსკოპია და რენტგენოგრაფია; ა.პ) კომპიუტერული ტომოგრაფია; ა.ჟ) ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსული კვლევა. ბ ) ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტს შეუძლია შემდეგი ჩარევების-კვლევების შესრულება: ბ.ა) გულ-ფილტვის რეანიმაციის ტექნიკა იმ დროისთვის არსებული პროტოკოლის გათვალისწინებით; ბ.ბ) ახალშობილთა რეანიმაცია(პროტოკოლის გათვალისწინებით); ბ.გ) BLS – სიცოცხლის გადარჩენის საბაზისო ალგორითმი; ბ.დ) PALS – პედიატრიული სიცოცხლის გადარჩენის დახვეწილი ალგორითმი; ბ.ე) ACLS – დახვეწილი კარდიოვასკულური დახმარება; ბ.ვ) ATLS – ტრავმის დახვეწილი მართვა ; ბ.ზ) სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა; ბ.თ) ოქსიგენოთერაპია და სასუნთქი გზების სანაცია; ბ.ი) საინტუბაციო მილის/ტრაქეოსტომური მილის სანაცია; ბ.კ) ტომრით და ნიღბით ვენტილაცია; ბ.ლ) ენდოტრაქეული ინტუბაცია; ბ.მ) სასუნთქი გზების შენარჩუნებისა და ვენტილაციის ალტერნატიული ტექნიკა(ლარინგეული ნიღბის ჩადგმა); ბ.ნ) არაინვაზიური და ინვაზიური ვენტილაციის ტექნიკა; ბ.ო) ინჰალატორების, სპეისერების და ნებულაიზერების გამოყენება; ბ.პ) კარდიოვერსია და დეფიბრილაცია; ბ.ჟ) ადგილობრივი და რეგიონული ანესთეზია და პროცედურული სედაცია; ბ.რ) ტკივილის შეფასება, ტკივილის შკალის მიხედვით და ტკივილის მართვა; ბ.ს) პლევრის პუნქცია, დრენირება; ბ.ტ) კრიკოთირეოპუნქცია, კრიკოთირეოტომია; ბ.უ) სითხეებისა და სისხლის კომპონენტების ინფუზია; ბ.ფ) ეკგ და ცირკულაციის მონიტორინგი; ბ.ქ) პულსოქსიმეტრია; ბ.ყ) ამოსუნთქულ ჰაერში ნახშირორჟანგის განსაზღვრა; ბ.ჩ) ვაგუსური მანევრები; ბ.ც) გადაუდებელი პერიკარდიოცენტეზი; ბ.ძ) პერიფერიული და ცენტრალური ვენის პუნქცია და კათეტერიზაცია; ბ.წ) არტერიის პუნქცია და კათეტერიზაცია; ბ.ჭ) ძვალშიდა ინფუზია; ბ.ხ) ხერხემლის კისრის ნაწილის და მთელი სხეულის იმობილიზაცია; ბ.ჯ) ჩაფხუტის მოხსნა; ბ.ჰ) დაზიანებული კიდურის იმობილიზაცია; ბ.ჰ1) არტაშანებით იმობილიზაცია; ბ.ჰ2) ამოვარდნილობებისა და დისლოკაციების ჩასწორება; ბ.ჰ3) რინოსკოპია; ბ.ჰ4) ლარინგოსკოპია; ბ.ჰ5) ოტოსკოპია; ბ.ჰ6) უცხო სხეულის ამოღება სასუნთქი გზებიდან; ბ.ჰ7) უცხო სხეულის ამოღება თვალიდან; ბ.ჰ8) კონიუნქტივის ირიგაცია და დეკონტამინაცია; ბ.ჰ9) უცხო სხეულის ამოღება გარეთა სასმენი მილიდან; ბ.ჰ10) უცხო სხეულის ამოღება ცხვირის ღრუდან; ბ.ჰ1 1 ) უცხო სხეულის ამოღება შორისიდან; ბ.ჰ1 2 ) უცხო სხეულის ამოღება რბილი ქსოვილებიდან; ბ.ჰ1 3 ) ეპისტაქსის მართვა; ბ.ჰ1 4 ) ტრაქეოსტომური მილის ჩადგმა და ამოღება/შეცვლა; ბ.ჰ1 5 ) გასტროსტომიული მილის შეცვლა; ბ.ჰ1 6 ) ნაზოგასტრალური ზონდის ჩადგმა; ბ.ჰ1 7 ) კუჭის ლავაჟი; ბ.ჰ1 8 ) ნაწლავის დეკონტამინაცია; ბ.ჰ 19 ) ინტრააბდომინური პარაცენტეზი; ბ.ჰ2 0 )შარდის ბუშტის კათეტერიზაცია; ბ.ჰ2 1 ) დიაგნოსტიკური პერიტონეალური ლავაჟი; ბ.ჰ2 2 ) სუპრაპუბიკური ცისტოსტომია; ბ.ჰ2 3 ) რეტროგრადული ურეთროგრაფია და ცისტოგრაფია; ბ.ჰ2 4 ) პაციენტის შეფასება გლაზგოს კომის შკალით; ბ.ჰ2 5 ) ლუმბალური პუნქცია; ბ.ჰ2 6 ) სუბდურული პუნქცია; ბ.ჰ2 7 ) ვენტრიკულური პუნქცია; ბ.ჰ2 8 ) დამწვრობითი ჭრილობის დამუშავება/მოვლა; ბ.ჰ 29 ) აბსცესის გაკვეთა და დრენირება; ბ.ჰ3 0 ) ჭრილობის გაკერვა და დამუშავება.
|
1. სპეციალობის დასახელება – უროლოგია.
2. სპეციალობის შინაარსი: უროლოგია არის საექიმო სპეციალობა და მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს მამაკაცისა და ქალის საშარდე სისტემის და მამაკაცის სასქესო ორგანოების დაავადებების ეტიოლოგიას, პათოგენეზს, დიაგნოსტიკას, ქირურგიულ და კონსერვატულ მკურნალობას, პრევენციას. 3. ზოგადი ცოდნა: უროლოგმა უნდა იცოდეს: ა) შარდ-სასქესო სისტემის ანომალიები; ბ) შარდ-სასქესო სისტემის არასპეციკფიური და სპეციფიკური ინფექციები; გ) შარდ-სასქესო სიტემის სხვა შეძენილი დაავადებები; დ) მოშარდვის აქტის ნეიროგენული დისფუნქცია და შარდის შეუკავებლობა; ე) შარდ-სასქესო სისტემის ტრავმები; ვ) შარდ-კენჭოვანი დაავადება; ზ) შარდ-სასქესო ორგანოებისა და თირკმელზედა ჯირკვლის და რეტროპერიტონეუმის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები; თ) მამაკაცის უნაყოფობა, ერექციული დისფუნქცია და ეაკულაციის მოშლილობა; ი) თირკმლების ქრონიკული დაავადების მკურნალობა (ტრანსპლანტაცია, ჰემო-და პერიტონეული დიალიზისათვის აუცილებელი მიდგომების უზრუნველყოფა, ტრანსპლანტექტომია); კ) გადაუდებელი მდგომარეობების მართვა (ანურია, შარდის მწვავე შეკავება, უროსეფსისი და ბაქტერიემიული შოკი, მწვავე სათესლე პარკი, პრიაპიზმი, ჰემატურია); ლ) მწვავე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი, კვინკეს შეშუპება და სხვ.); მ) საშარდე სისტემის ტრავმა (შარდის ბუშტი, მენჯის ძვლების მოტეხილობა, თირკმელი, შარდსაწვეთი, შარდსადენი); ნ) მამაკაცის სასქესო ორგანოების ტრავმა. 4. დაავადებები და მდგომარეობები
5. სავალდებულო პრაქტიკული უნარ-ჩვევები: ა) ექიმ-უროლოგს შეუძლია შემდეგი კვლევის მონაცემების ინტერპრეტაცია: ა.ა) საშარდე სისტემის და მამაკაცის სასქესო ორგანოების რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდები; ა.ბ) კავერნოზოგრაფია და კავერნოზომეტრია; ა.გ) საშარდე სისტემის ულტრასონოგრაფიული კვლევის მეთოდები; ა.დ) მამაკაცის გენიტალიების ულტრასონოგრაფიული კვლევის მეთოდები; ა.ე) საშარდე სისტემის დოპლეროგრაფიული კვლევის მეთოდები; ა.ვ) მამაკაცის გენიტალიების დოპლეროგრაფიული კვლევის მეთოდები; ა.ზ) გულმკერდის, მუცლისა და მენჯის ღრუს კტ და მრტ კვლევის მეთოდები; ა.თ) საშარდე სისტემის და მამაკაცის გენიტალიების კტ და მრტ კვლევის მეთოდები; ა.ი) უროდინამიკური კვლევები; ა.კ) საშარდე სისტემისა და ძვლების რადიოიზოტოპური კვლევის შედეგები; ა.ლ) სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, მიკრობიოლოგიური და სეროლოგიური გამოკვლევები; ა.მ) სისხლის გაზების და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის და ელექტროლიტური ბალანსის მაჩვენებლები; ა.ნ) კოაგულაციის ტესტები, ჰემოსტაზიოგრამა; ა.ო) იმუნოლოგიური კვლევები; ა.პ) ჰორმონული კვლევები; ა.ჟ) შარდის საერთო ანალიზი და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა; ა.რ) ღვიძლის ფუნქციური სინჯები; ა.ს) ჰისტოლოგიური, ჰისტოქიმიური, იმუნოჰისტოქიმიური და სხვა მორფოლოგიური კვლევის მეთოდები; ა.ტ) პსა და სხვა ონკომარკერები. ბ) ექიმ-უროლოგს შეუძლია შემდეგი ჩარევების-კვლევების შესრულება: ბ.ა) დიაგნოსტიკური მეთოდები უროლოგიური ჩარევების დროს; ბ.ბ) უროლოგიური პროცედურები რენტგენის კონტროლით; ბ.გ) კავერნოზოგრაფია და კავერნოზომეტრია; ბ.დ) უროლოგიური პროცედურები ულტრასონოგრაფიის და დოპლეროგრაფიის კონტროლით; ბ.ე) უროდინამიკური კვლევები; ბ.ვ) ინვაზიური დიაგნოსტიკური მანიპულაციები თირკმლის დაავადებების დროს; ბ.ზ) თირკმლის გაავადებების ქირურგიული მკურნალობა (ღია, ნაკლებინვაზიური, ენდოსკოპიური და სხვა); ბ.თ) ნეფროსტომია (ღია, პერკუტანული, და სხვა); ბ.ი) ეპიცისტოსტომია (ღია, ტროაკალური და სხვა); ბ.კ) პროსტატის ბიოფსია (ღია, ტრანსრექტული, პერინეული და სხვა); ბ.ლ) რეტროპერიტონეალური ფიბროზის ოპერაციული მკურნალობა; ბ.მ) ნეფრექტომია (არაონკოლოგიური, რადიკალური, ნაწილობრივი და სხვა); ბ.ნ) ნეფროურეთერექტომია; ბ.ო) პიელოპლასტიკა და კალიკოპლასტიკა; ბ.პ) პერკუტანული, ენდოსკოპიური და ლაპაროსკოპიული პროცედურები შარდ-სასქესო სისტემის დაადადებების სამკურნალოდ (დრენირებისთვის, თირკმლის კისტოზური დაავადების, შარდ-კენჭოვანი დაავადების, მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის ობსტრუქციის და ღრუოვანი ნაწილის სიმსივნეების და სხვა); ბ.ჟ) შარდსაწვეთის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა (ღია, ნაკლებინვაზიური, ენდოსკოპიური და სხვა); ბ.რ) რეტროპერიტონეუმის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა (ღია, ნაკლებინვაზიური, ენდოსკოპიური და სხვა); ბ.ს) შარდის ბუშტში შარდსაწვეთის იმპლანტაცია; ბ.ტ) მეგაურეთერის, რეფლუქსის და ურეთეროცელეს ქირურგიული კორექცია; ბ.უ) შარდსაწვეთის სტენოზის ქირურგიული კორექცია; ბ.ფ) შარდსაწვეთის კენჭოვანი დაავადების ქირურგიული მკურნალობა; ბ.ქ) ურეთეროსტომია და ტრანსურეთეროურეთეროსტომია; ბ.ღ) ურეთეროპლასტიკა და შარდსაწვეთის ჩანაცვლება ნაწლავის სეგმენტით (ამ მიზნით ნაწლავის შესაბამისი სეგმენტის რეზექცია და ნაწლავური ანასტომოზის შექმნა); ბ.ყ) ურეთერექტომია; ბ.შ) ურეთეროინტესტინალური რეზერვუარების ფორმირება; ბ.ჩ) ურეთეროსიგმოიდოსტომია; ბ.ც) ურეთეროკუტანეოსტომია; ბ.ძ) შარდის ბუშტის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა (ღია, ნაკლებინვაზიური, ენდოსკოპიური და სხვა); ბ.წ) შარდის კონტინენტური რეზერვუარების ფორმირება; ბ.ჭ) შარდის არაკონტინენტური რეზერვუარების ფორმირება; ბ.ხ) შარდის ბუშტის ენდოსკოპიური და პერკუტანული ოპერაციები (დრენირებისთვის, შარდის ბუშტის სიმსივნეების, კენჭების და დივერტიკულების ქირურგიული მკურნალობისათვის, და სხვა); ბ.ჯ) ცისტოსკოპია, ცისტოსტომია, კუტანეოვეზიკოსტომია; ბ.ჰ) შარდის ბუშტის ფისტულის ლიკვიდაცია; ბ.ჰ1) აუგმენტაციური ცისტოპლასტიკა ნაწლავის სეგმენტით; ბ.ჰ2) ურეთეროცისტოპლასტიკა; ბ.ჰ2) სუბსტიტუციური ცისტოპლასტიკა ნაწლავის სეგმენტით; ბ.ჰ4) შარდის ბუშტის კედელში ენდოსკოპიური წესით ბოტულინის ტოქსინის შეყვანა; ბ.ჰ5) შარდის კონტინენტური და არაკონტინენტური რეზერვუარების ფორმირება; ბ.ჰ6) შარდის ბუშტის დახურვა, შარდსაწვეთების ანტირეფლუქს ჩანერგვა, შარდის ბუშტის ყელის რეკონსრუქცია/დახურვა და სხვა შარდის ბუშტის ექსტროფიის დროს; ბ.ჰ7) ურეთრის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა (ღია, ნაკლებინვაზიური, ენდოსკოპიური და სხვა); ბ.ჰ8) ურეთრექტომია, ურეთროპლასტიკა; ბ.ჰ9) ურეთრის დივერტიკულების ოპერაციული მკურნალობა; ბ.ჰ10) ურეთროვაგინალური ფისტულების ფისტულორაფია; ბ.ჰ11) კოლპორაფია სინთეტური ბადით ან მის გარეშე; ბ.ჰ12) ცერვიკო-ურეთროპლასტიკა; ბ.ჰ13) ურეთრის რეკონსტრუქცია; ბ.ჰ14) შარდის შეუკავებლობის მკურნალობა ამწევი ბადის გამოყენებით; ბ.ჰ15) სფინქტერის ხელოვნური პროთეზირება; ბ.ჰ16) ურეთრის კალიბრირება და ბუჟირება; ბ.ჰ17) მეატოტომია და მეატოპლასტიკა; ბ.ჰ18) შარდის ბუშტის ყელის ჩაკვეთა; ბ.ჰ19) პლასტიკური ოპერაციები შარდოვანი ფისტულების დროს; ბ.ჰ20) პროსტატის დრენირება (ტრანსურეტრული, ტრანსრექტალური, პერინეალური და სხვა); ბ.ჰ21) ურეთროტომია (ღია, ენდოსკოპიური და სხვა), ურეთროსტომია; ბ.ჰ22) პლასტიკური ოპერაციები ურეთრის სტრიქტურის დროს; ბ.ჰ23) ურეთროპლასტიკა პირის ღრუს ლორწოვანის, ჩუჩის, კანის ტრანსპლანტანტის და სხვა, გამოყენებით; ბ.ჰ24) ურეთრის დივერტიკულექტომია; ბ.ჰ25) შარდის შეუკავებლობის ოპერაციული მკურნალობა მამაკაცებში და ქალებში; ბ.ჰ26) მამაკაცის გენიტალიების დაავადებების ქირურგიული მკურნალობა (ღია, ნაკლებინვაზიური, ენდოსკოპიური და სხვა); ბ.ჰ27) ორქიდოპექსია; ბ.ჰ28) ლაპაროსკოპია მუცლის ღრუს შიდა სათესლე ჯირკვლის დროს; ბ.ჰ29) ბერგმანისა და ვინკელმანის ოპერაციები; ბ.ჰ30) ჰიდროცელეს პუნქცია; ბ.ჰ31) სათესლე ჯირკვლის ტრავმის ოპერაციული მკურნალობა; ბ.ჰ32) სათესლე ჯირკვლის პროთეზირება; ბ.ჰ33) ვარიკოცელექტომია, ვარიკოზული ვენების ლიგირება, ენდოვასკულარული და სხვა ოპერაციები ვარიკოცელეს დროს; ბ.ჰ34) ეპიდიდიმექტომია; ბ.ჰ35) სპერმატოცელექტომია და სპერმატოცელეს პუნქცია; ბ.ჰ36) ვაზო-ეპიდიდმოსტომია; ბ.ჰ37) ვაზექტომია და ვაზო-ვაზოსტომია; ბ.ჰ38) ოპერაციები თესლგამომტან სადინრებზე და დანამატზე, სათესლე ჯირკვლის სისხლძარღვებზე, მიკროქირურგიული ტექნიკის გამოყენებით; ბ.ჰ39) სასქესო ასოს ტრავმის ოპერაციული მკურნალობა; ბ.ჰ40) კავერნოზული სხეულების პუნქცია, ასპირაცია და ირიგაცია; ბ.ჰ41) მედიკამენტების ინტრაკავერნოზული ინექცია; ბ.ჰ42) კავერნო-სპონგიოზური და კავერნო-საფენური შუნტების ფორმირება; ბ.ჰ43) კავერნოზოპლასტიკა და ასოს პროთეზის იმპლანტაცია; ბ.ჰ44) მოხრილი ასოს ოპერაციული მკურნალობა; ბ.ჰ45) ბალანიტური სკლეროზით გამოწვეული ობლიტერაციის ოპერაციული მკურნალობა; ბ.ჰ46) გენიტალიების კონდილომების რეზექცია, ელექტრო და კრიოდესტრუქცია; ბ.ჰ47) სისხლძარღვების კათეტერიზაცია, დილატირება, ოკლუზია; ბ.ჰ48) ფულგურაცია და ელექტროკოაგულაცია უროლოგიაში; ბ.ჰ49) ლაზერის გამოყენება უროლოგიაში; ბ.ჰ50) ჰიპერთერმია, თერმოთერაპია უროლოგიაში; ბ.ჰ51) კრიოპროცედურები უროლოგიაში; ბ.ჰ52) ექსტრაკორპოლარული დისტანციური ლითოტრიპსია; ბ.ჰ53) თირკმელზედა ჯირკვლის ბიოფსია; ბ.ჰ54) თირკმელზედა ჯირკვლის ქსოვილის ჩაჭრა; ბ.ჰ55) თირკმელზედა ჯირკვლის დაზიანებული უბნის ამოკვეთა; ბ.ჰ56) ადრენალექტომია ღია, ლაპაროსკოპიული, ენდოსკოპიური და სხვა; ბ.ჰ57) თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის რეზექცია/ენუკლეაცია; ბ.ჰ58) თირკმელზედა ჯირკვლის თერმულიკოაგულაცია; ბ.ჰ59) თირკმელზედა ჯირკვლის ტრავმული დაზიანებების ოპერაციული მკურნალობა; ბ.ჰ60) განმეორებითი ოპერაციები ინფექციის გამო თირკმელზედა ჯირკვალზე ჩარევის შემდეგ; ბ.ჰ61) განმეორებითი ოპერაციები სისხლდენის გამო თირკმელზედა ჯირკვალზე ჩარევის შემდეგ; ბ.ჰ62) სხვა განმეორებითი ოპერაციები თირკმელზედა ჯირკვალზე ჩარევის შემდეგ; ბ.ჰ63) ) წვრილ და მსხვილნაწლავური ანასტომოზების ფორმირება შარდის დერივაციისას; ბ.ჰ64) ენტერო-კოლოსტომები შარდის ნაწლავური დერივაციისას; ბ.ჰ65) კოლო–კოლოსტომა შარდის ნაწლავური დერივაციისას; ბ.ჰ66) კოლონო-რექტოსტომა შარდის ნაწლავური დერივაციისას; ბ.ჰ67) თირკმლის მენჯის უროდინამიკური გამოკვლევა; ბ.ჰ68) თირკმლის ფილტრაციის ფუნქციის გაზომვა; ბ.ჰ69) თირკმლის მილაკოვანი (ტუბულარული) აციდოზის პროვოცირება ამონიუმ ქლორიდით; ბ.ჰ70) თირკმლების მიერ კონცენტრირების შესაძლებლობის ტესტირება; ბ.ჰ71) თირკმლის ენდოსკოპიური გამოკვლევა; ბ.ჰ72) დიაგნოსტიკური ნეფროტომია (ღია, ენდოსკოპიური და სხვა); ბ.ჰ73) დიაგნოსტიკური პიელოტომია (ღია, ენდოსკოპიური და სხვა); ბ.ჰ74) ნეფროსკოპია; ბ.ჰ75) საშარდე სისტემის ენდოსკოპიური კვლევა; ბ.ჰ76) საშარდე სისტემის ორგანოების ბიოფსია; ბ.ჰ77) მამაკაცის სასქესო ორგანოების ბიოფსია; ბ.ჰ78) თირკმლის და თირკმლის მენჯის ბიოფსია (ღია, ენდოსკოპიური და სხვა); ბ.ჰ79) ნეფრექტომია (ღია, ლაპაროსკოპიული, რეტროპერიტონეოსკოპიული და სხვა); ბ.ჰ80) ბი-ნეფრექტომია; ბ.ჰ81) ანომალური თირკმლების ნეფრექტომია; ბ.ჰ82) ნაწილობრივი ნეფრექტომია (ღია, ლაპაროსკოპიული, რეტროპერიტონეოსკოპიული და სხვა); ბ.ჰ83) ჰემინეფრექტომია (ღია, ლაპაროსკოპიული, რეტროპერიტონეოსკოპიული და სხვა); ბ.ჰ84) თირკმლის მენჯის რეზექცია (ღია, ლაპაროსკოპიული, რეტროპერიტონეოსკოპიული და სხვა); ბ.ჰ85) ისთმოტომია ნალისებრი თირკმლის დროს; ბ.ჰ86) ნეფროლითოტომია (ღია, ლაპაროსკოპიული, რეტროპერიტონეოსკოპიული და სხვა); ბ.ჰ87) პიელოლითოტომია (ღია, ლაპაროსკოპიული, რეტროპერიტონეოსკოპიული და სხვა); ბ.ჰ88) პერკუტანული ნეფროლითოლაპაქსია; ბ.ჰ89) თირკმლის მენჯში რეტროგრადული ურეთერონეფროსკოპიული ლითოტრიპსია; ბ.ჰ90) თირკმლიდან ან თირკმლის მენჯიდან კენჭის ენდოსკოპიური ამოღება; ბ.ჰ91) თირკმლიდან უცხო სხეულის ღია, ლაპაროსკოპიული, ენდოსკოპიური, და სხვა ამოღება; ბ.ჰ92) თირკმლის მენჯიდან უცხო სხეულის ღია, ლაპაროსკოპიული, ტრანსლუმინური, და სხვა ამოღება; ბ.ჰ93) თირკმლის გაკერვა (ღია, ლაპაროსკოპიული ენდოსკოპიური და სხვა); ბ.ჰ94) თირკმლის მენჯის გაკერვა (ღია, ლაპაროსკოპიული, ენდოსკოპიური და სხვა); ბ.ჰ95) თირკმლის მენჯის დილატირება; ბ.ჰ96) პიელოურეთეროპლასტიკა; ბ.ჰ97) მენჯ-შარდსაწვეთის კუთხის პლასტიკა (ღია, ლაპაროსკოპიული, ენდოსკოპიური და სხვა); ბ.ჰ98) ენდოპიელოტომია; ბ.ჰ99) ურეთეროკალიკოანასტომოზი (ღია, ლაპაროსკოპიული, ენდოსკოპიური და სხვა); ბ.ჰ100) კალიკოტომია (ღია, ენდოსკოპიური, ანტეგრადული და სხვა); ბ.ჰ101) მენჯ-შარდსაწვეთის შენაერთის შეხორცებისგან გათავისუფლება; ბ.ჰ102) ნეფროპექსია ღია, ლაპაროსკოპიული, ენდოსკოპიური და სხვა; ბ.ჰ103) თირკმლის ან თირკმლის მენჯის რეკონსტრუქცია ღია, ენდოსკოპიური და სხვა; ბ.ჰ104) ნეფროსტომა ღია, ენდოსკოპიური, პერკუტანული და სხვა; ბ.ჰ105) თირკმლის დრენირება კარბუნკულის, პიონეფროზის პარანეფრალური აბსცესის და სხვა დროს; ბ.ჰ106) პიელოსტომა ღია, ენდოსკოპიური, პერკუტანული და სხვა; ბ.ჰ107) თირკმლის მენჯის დრენირება; ბ.ჰ108) თირკმლის მენჯის ექსტრაკორპორალური ლიტოტრიპსია; ბ.ჰ109) თირკმლის ცისტის კედლის რეზექცია (ღია, ლაპაროსკოპიული და სხვა); ბ.ჰ110) თირკმლის ცისტის პუნქცია და დრენირება; ბ.ჰ111) თირკმლის ცისტის სკლეროთერაპია; ბ.ჰ112) თირკმლის და თირკმლის მენჯის ენდოსკოპიური ოპერაციები; ბ.ჰ113) თირკმლის და თირკმლის მენჯის სხვა ტრანსლუმინალური ენდოსკოპიური ოპერაცია; ბ.ჰ114) ფორსირებული დიურეზი; ბ.ჰ115) თირკმლის ან თირკმლის მენჯის ბიოფსია; ბ.ჰ116) ნეფროლითოსტომია; ბ.ჰ117) ლიმფოცელეს პუნქცია, რეზექცია მარსუპიალიზაცია და სხვა; ბ.ჰ118) ნეფროსტომის მანიპულაციები (შეცვლა, ამოღება, რეპოზიცია, დახურვა და სხვა); ბ.ჰ119) თირკმლიდან სისხლის სინჯის აღება რადიოლოგიური კონტროლით; ბ.ჰ120) ზედა საშარდე გზების კათეტერიზაცია, კათეტერის გამოცვლა, რეპოზიცია და ექსტრაქცია; ბ.ჰ121) რეტროგრადული ურეთეროსკოპია; ბ.ჰ122) რეტროგრადული ურეთეროსკოპია ბიოფსიით; ბ.ჰ123) რეტროგრადული ურეთეროენტეროსტომის ენდოსკოპია; ბ.ჰ124) რეტროგრადული ურეთეროენტეროსტომის ენდოსკოპია ბიოფსიით; ბ.ჰ125) შარდსაწვეთის უროდინამიკული გამოკვლევა; ბ.ჰ126) ნეფროურეთეროსკოპია (ანტეგრადული, რეტროგრადული და სხვა); ბ.ჰ127) ურეთეროსტომის კანქვეშა ენდოსკოპიური გამოკვლევა/დიაგნოსტიკა; ბ.ჰ128) შარდსაწვეთის ბიოფსია (ღია, ენდოსკოპიური ლაპაროსკოპიული და სხვა); ბ.ჰ129) ურეთერექტომია (ღია, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და სხვა); ბ.ჰ130) შარდსაწვეთის რეზექცია (ღია, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და სხვა); ბ.ჰ131) შარდსაწვეთის ტაკვის რეზექცია (ღია, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და სხვა); ბ.ჰ132) ურეთეროლითოტომია (ღია, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და სხვა); ბ.ჰ133) შარდსაწვეთიდან კენჭის ექსტრაქცია (ღია, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და სხვა); ბ.ჰ134) შარდსაწვეთიდან უცხო სხეულის ამოღება (ღია, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და სხვა); ბ.ჰ135) შარდსაწვეთის კანქვეშა ენდოსკოპიური გაკერვა; ბ.ჰ136) ურეთერო-ურეთეროსტომია; ბ.ჰ137) ტრანს-ურეთერო-ურეთეროსტომია; ბ.ჰ138) შარდსაწვეთის რეიმპლანტაცია; ბ.ჰ139) ურეთეროცისტონეოსტომია (ღია, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და სხვა); ბ.ჰ140) შარდსაწვეთის ჩანაცვლება (ნაწლავის სეგმენტით და სხვა); ბ.ჰ141) ენდოურეთეროტომია; ბ.ჰ142) ურეთეროლიზისი; ბ.ჰ143) შარდსაწვეთის ინტრაპერიტონეალიზაცია; ბ.ჰ144) შარდსაწვეთის ტრანსლუმინალური გაფართოება; ბ.ჰ145) შარდსაწვეთის გაკერვა (ღია, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და სხვა); ბ.ჰ146) კანის ურეთეროენტეროსტომია; ბ.ჰ147) კანის ურეთეროენტეროსტომია რეზერვუარით; ბ.ჰ148) შარდსაწვეთ-ნაწლავოვანი ანასტომოზის ფორმირება შარდის დერივაციისას; ბ.ჰ149) შარდსაწვეთის ჩანაცვლება ნაწლავის სეგმენტით (წვრილი, მსხვილი, და სხვა); ბ.ჰ150) ნაწლავის მილიდან ან რეზერვუარიდან კენჭის ამოღება (ღია, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და სხვა); ბ.ჰ151) ოპერაცია შარდის შემოვლითი ანასტომოზის არასრულფასოვანი ფუნქციონირების გამო; ბ.ჰ152) შარდსაწვეთიდან შარდის შემოვლითი ანოსტომოზი (ღია, ენდოსკოპიური და სხვა); ბ.ჰ153) შარდსაწვეთის კენჭის ექსტრაკორპორალური ტალღოვანი ლითოტრიპსია; ბ.ჰ154) შარდსაწვეთის სტენტირება (ღია, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და სხვა); ბ.ჰ155) შარდსაწვეთის სტენტის გამოცვლა, რეპოზიცია და ამოღება; ბ.ჰ156) შარდსაწვეთის ხვრელის გაფართოება; ბ.ჰ157) შარდსაწვეთის ხვრელის ჩაჭრა; ბ.ჰ158) შარდსაწვეთის დაავადებათა ქირურგიული მკურნალობა; ბ.ჰ159) ანტირეფლუქს პლასტიკა ლიშ-გრეგუარის წესით; ბ.ჰ160) ურეთეროენტეროსტომის შემოწმება; ბ.ჰ161) ურეთეროსტომის დახურვა; ბ.ჰ162) ნარჩენი შარდის რაოდენობის განსაზღვრა ულტრაბგერითი კვლევით; ბ.ჰ163) ცისტოსკოპია; ბ.ჰ164) ცისტოსკოპია ბიოფსიით; ბ.ჰ165) კანის ცისტოენტეროსტომის ენდოსკოპია; ბ.ჰ166) კანის ცისტოენტეროსტომის ენდოსკოპია ბიოფსიით; ბ.ჰ167) ნეოცისტოსკოპია; ბ.ჰ168) ნეოცისტოსკოპია ბიოფსიით; ბ.ჰ169) შარდის ბუშტის ელექტრომიოგრაფია; ბ.ჰ170) შარდის ბუშტის ბიოფსია (ღია, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და სხვა); ბ.ჰ171) ცისტექტომია (ღია, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და სხვა); ბ.ჰ172) შარდის ბუშტის რეზექცია (ღია, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და სხვა); ბ.ჰ173) შარდის ბუშტის დივერტიკულექტომია (ღია, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და სხვა); ბ.ჰ174) კანის შარდოვანი ფისტულის ამოკვეთა; ბ.ჰ175) ცისტოლითოტომია და ცისტოლითოტრიპსია (ღია, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და სხვა); ბ.ჰ176) ცისტოტომია და შარდის ბუშტიდან უცხო სხეულის ამოღება (ღია, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და სხვა); ბ.ჰ177) შარდის ბუშტის გაკერვა; ბ.ჰ178) ენტეროცისტოპლასტიკა (ღია, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და სხვა); ბ.ჰ179) შარდის ბუშტის აუგმენტაცია ნაწლავის სეგმენტით; ბ.ჰ180) შარდის ბუშტის რეკონსტრუქცია (ნაწლავის სეგმენტით და სხვა); ბ.ჰ181) შარდის ბუშტის აუგმენტაცია დემუკოზირებული ნაწლავის სეგმენტით; ბ.ჰ182) აღდგენითი ცისტოპლასტიკა; ბ.ჰ183) ვეზიკოინტესტინალური ფისტულის დახურვა; ბ.ჰ184) შარდის ბუშტის ყელის ჩაჭრა ან რეზექცია (ღია, ენდოსკოპიური და სხვა); ბ.ჰ185) შარდის ბუშტის ყელის პლასტიკური ოპერაცია; ბ.ჰ186) ცისტოსტომია; ბ.ჰ187) კანის ცისტოენტეროსტომა; ბ.ჰ188) აპენდიკოვეზოკოსტომია; ბ.ჰ189) კანის ცისტოენტეროსტომა რეზერვუარით; ბ.ჰ190) შარდის ბუშტის ექსტრაკორპორული ტალღისებრივი ლითოტრიპსია; ბ.ჰ191) შარდის ბუშტის გაფართოება ( ბალონური, სითხით და სხვა); ბ.ჰ192) შარდის ბუშტის დენერვაცია; ბ.ჰ193) შარდის ბუშტის გათავისუფლება ღია (ღია, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და სხვა); ბ.ჰ194) შარდის ბუშტიდან სისხლის კოლტების ევაკუაცია; ბ.ჰ195) შარდის ბუშტის ელექტროსტიმულაცია შარდის შეუკავებლობის გამო; ბ.ჰ196) ღია, ენდოსკოპიური და ლაპაროსკოპიული ოპერაციები შარდის ბუშტზე; ბ.ჰ197) შარდის ბუშტის გამორეცხვა; ბ.ჰ198) შარდის ბუშტის ბიოფსია (ღია, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და სხვა); ბ.ჰ199) შარდის ბუშტის კანქვეშა პუნქცია და კათეტერიზაცია; ბ.ჰ200) შარდის ბუშტის ბოქვენზედა კათეტერის შემოწმება, რეპოზიცია, გამოცვლა, ამოღება და სხვა; ბ.ჰ201) შარდის ბუშტის კათეტერიზაცია; ბ.ჰ202) შარდის ბუშტის კათეტერის გამორეცხვა, გამოცვლა, ამოღება და სხვა; ბ.ჰ203) შარდის ბუშტის კომპრესია; ბ.ჰ204) შარდის ბუშტის ფიზიოთერაპია; ბ.ჰ204) ურეთროსკოპია; ბ.ჰ205) ურეთროსკოპია ბიოფსიით; ბ.ჰ206) შარდის შეკავების ტესტი; ბ.ჰ207) უროფლოუმეტრია; ბ.ჰ208) შარდსადენში წნევის პროფილომეტრია; ბ.ჰ209) შარდის გამოყოფის ფიზიოლოგიური გამოკვლევა; ბ.ჰ210) სტრესით გამოწვეული შარდის შეუკავლობის გამოკვლევა / სტრეს ტესტი; ბ.ჰ211) ურეთროლითოტომია; ბ.ჰ212) შარდსადენის ენდოსკოპია; ბ.ჰ213) შარდსადენის ნაწილობრივი ამოკვეთა; ბ.ჰ214) შარდსადენის კარუნკულის ამოკვეთა; ბ.ჰ215) შარდსადენის დივერტიკულის ამოკვეთა; ბ.ჰ216) შარდსადენის გარეთა სფინქტერის რეზექცია - სფინქტეროტომია; ბ.ჰ217) შარდსადენის სარქვლის ამოკვეთა, დესტრუქცია, და სხვა; ბ.ჰ218) შარდსადენის ნაწილობრივი ამოკვეთა და აღდგენა "გრაფტ"–ის ან "ფლეპ-"ის გამოყენებით; ბ.ჰ219) შარდსადენის ნაწილობრივი ამოკვეთა; ბ.ჰ220) შარდსადენის კენჭის ექსტრაქცია; ბ.ჰ221) შარდსადენიდან უცხო სხეულის ამოღება; ბ.ჰ222) შარდსადენის ბოქვენუკანა დროებითი გადაკეტვა; ბ.ჰ223) შარდის ბუშტის ყელის აბდომინოვაგინალური დროებითი გადაკეტვა; ბ.ჰ224) საშოს დროებითი გადაკეტვა (ღია, ენდოსკოპიური და სხვა); ბ.ჰ225) კოლპოსუსპენზია; ბ.ჰ226) ურეთროცისტოპექსია; ბ.ჰ227) მენჯის ძირის ტრანსაბდომინალური პლასტიკური აღდგენა შადრის შეუკავებლობის დროს; ბ.ჰ228) ოპერაციები ქალის შარდსადენზე ან შარდის ბუშტის ყელზე შარდის შეუკავლობის დროს (ღია, ენდოსკოპიური და სხვა); ბ.ჰ229) შარდსადენის გაკერვა; ბ.ჰ230) შარდსადენის დახურვა; ბ.ჰ231) მეატოტომია; ბ.ჰ232) მეატოპლასტიკა; ბ.ჰ233) შარდსადენის მუკოზური პროლაფსის პლასტიკური აღდგენა; ბ.ჰ234) შარდსადენ-კანის ფისტულის დახურვა; ბ.ჰ235) შარდსადენ-კანის ფისტულის ამოკვეთა; ბ.ჰ236) შარდსადენ-ნაწლავური ფისტულის დახურვა; ბ.ჰ237) შარდსადენის რეკანალიზაცია; ბ.ჰ238) შარდსადენის შევიწროვების აღდგენა; ბ.ჰ239) შარდსადენის პლასტიკა ნაწიბურის ამოკვეთით; ბ.ჰ240) შარდსადენის რეკონსტრუქციული ოპერაცია; ბ.ჰ241) ურეთირს გარეთა ხვრელის ტრანსპოზიცია; ბ.ჰ242) შარდსადენის ტრანსლუმინალური, ენდოსკოპიური, და სხვა რეკონსტრუქციული ოპერაცია; ბ.ჰ243 ) ოპტიკური ურეთროტომია (დანით, ლაზერით და სხვა); ბ.ჰ244) ურეთროსტომია; ბ.ჰ245) ხელოვნური სფინქტერის იმპლანტირება შარდის ბუშტის ყელის ირგვლივ; ბ.ჰ246) ხელოვნური სფინქტერის იმპლანტირება შარდსადენის ირგვლივ; ბ.ჰ247) შარდსადენის ხელოვნური სფინქტერის რევიზია; ბ.ჰ248) შარდსადენის ხელოვნური სფინქტერის ამოღება; ბ.ჰ249) შარდსადენის სტენტირება; ბ.ჰ250) ურეთროტომია (ღია, ენდოსკოპიური, და სხვა); ბ.ჰ251) სფინქტეროტომია (ღია, ენდოსკოპიური, და სხვა); ბ.ჰ252) შარდსადენის ლორწქვეშა ინექცია (ღია, ენდოსკოპიური, და სხვა); ბ.ჰ253) ურეტრის დაავადებათა ქირურგიული მკურნალობა; ბ.ჰ254) შარდსადენის დილატირება; ბ.ჰ255) შარდსადენის კალიბრირება; ბ.ჰ256) შარდსადენის ბიოფსია (ღია, ენდოსკოპიური, და სხვა); ბ.ჰ257) შარდსადენიდან ნაცხის აღება; ბ.ჰ258) სათესლე სადინარის და ბუშტუკების რენტგენოლოგიური გამოკვლევა კონტრასტით; ბ.ჰ259) პროსტატოტომია; ბ.ჰ260) სათესლე ბუშტუკის ჩაჭრა; ბ.ჰ261) წინამდებარე ჯირკვლის ბიოფსია; ბ.ჰ262) სათესლე ბუშტუკის ამოღება; ბ.ჰ263) პროსტატის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა (ღია, ნაკლებინვაზიური, ენდოსკოპიური და სხვა); ბ.ჰ264) ადენომექტომია (ღია, ლაპაროსკოპიული და სხვა); ბ.ჰ265) ბოქვენსუკანა ადენომექტომია (მილინის ოპერაცია); ბ.ჰ266) წინამდებარე ჯირკვლის ტრანსურეთრული რეზექცია (მონოპოლარული, ბიპოლარული და სხვა); ბ.ჰ267) წინამდებარე ჯირკვლის ვაპორიზაცია და ენუკლეაცია (ლაზერული, ბიპოლარული და სხვა); ბ.ჰ268) წინამდებარე ჯირკვლის ტრანსურეთერული რეზექცია ულტრაბგერითი მეთვალყურეობით; ბ.ჰ269) წინამდებარე ჯირკვლის აბლაცია ნემსით; ბ.ჰ270) წინამდებარე ჯირკვლის მიკროტალღოვანი თერაპია; ბ.ჰ271) წინამდებარე ჯირკვლის კრიოთერაპია; ბ.ჰ272) წინამდებარე ჯირკვლის ნაწილობრივი ამოკვეთა; ბ.ჰ273) პროსტატოლითოტომია; ბ.ჰ274) წინამდებარე ჯირკვლიდან უცხო სხეულის ამოღება; ბ.ჰ275) წინამდებარე ჯირკვლის ელექროკოაგულაცია მწვავე სისხლდენის დროს; ბ.ჰ276) სათესლე ბორცვის ტრანსურეთერული რეზექცია; ბ.ჰ277) წინამდებარე ჯირკვლის კისტის პუნქცია, რეზექცია და სხვა; ბ.ჰ278) შარდსადენის სტენტირება; ბ.ჰ279) წინამდებარე ჯირკვლის სტენტის რეპოზიცია, შეცვლა, ამოღება და სხვა; ბ.ჰ280) შარდსადენის სტენტის რეპოზიცია, შეცვლა, ამოღება და სხვა; ბ.ჰ281) წინამდებარე ჯირკვალზე და სათესლე ბუშტუკებზე ღია, ენდოსკოპიური და სხვა ოპერაციები; ბ.ჰ282) წინამდებარე ჯირკვლის ტრანსურეთრული ინციზია; ბ.ჰ283) წინამდებარე ჯირკვლის თერმოკოაგულაცია; ბ.ჰ284) წინამდებარე ჯირკვლის პუნქცია; ბ.ჰ285) სათესლე ჯირკვლის გამოკვლევითი/სადიაგნოსტიკო ჩაჭრა; ბ.ჰ286) სათესლეს დანამატის გამოკვლევითი/სადიაგნოსტიკო ჩაჭრა; ბ.ჰ287) თესლის გამომტანი მილის ჩაჭრა; ბ.ჰ288) სათესლე პარკის ჩაჭრა; ბ.ჰ289) სათესლე პარკიდან ან სკროტალური ორგანოებიდან უცხო სხეულის ამოღება; ბ.ჰ290) სკროტალური ორგანოების სხვა გამოკვლევა ან ჩაჭრა; ბ.ჰ291) სათესლე ჯირკვლის ბიოფსია; ბ.ჰ292) სათესლეს დანამატის ბიოფსია; ბ.ჰ293) თესლის გამომტანი მილის ბიოფსია; ბ.ჰ294) სკროტალური ორგანოების ბიოფსია; ბ.ჰ295) ორქიექტომია ნაწილობრივი, სუბკაფსულარული და სხვა; ბ.ჰ296) ეპიდიდიმექტომია (სრული, ნაწილობრივი და სხვა); ბ.ჰ297) ორქიექტომია (ღია, ლაპაროსკოპიული და სხვა); ბ.ჰ298) სათესლე ჯირკვლის ან სათესლეს დანამატის სრული ამოკვეთა; ბ.ჰ299) სათესლე ჯირკვლის წყალმანკის (ჰიდროცელეს) ოპერაციული მკურნალობა (პუნქცია, ამოკვეთა და სხვა); ბ.ჰ300) სათესლე ბაგირაკის წყალმანკის ოპერაციული მკურნალობა (პუნქცია, ამოკვეთა და სხვა); ბ.ჰ301) სპერმატოცელეს ოპერაციული მკურნალობა (პუნქცია, ამოკვეთა და სხვა); ბ.ჰ302) თესლის გამომტანი მილის ქირურგია (ვაზექტომია, ლიგირება და სხვა); ბ.ჰ303) ფუნიკულექტომია, ფუნიკულოტომია; ბ.ჰ304) შიდა სათესლე ვენის რეზექცია ან გადაკვანძვა; ბ.ჰ305) ვარიკოცელექტომია; ბ.ჰ306) სათესლე ბაგირაკის ვენების ლიგირება, სკლეროთერაპია და სხვა; ბ.ჰ307) სათესლე პარკის ფისტულის ამოკვეთა; ბ.ჰ308) სკროტალური ორგანოების ამოკვეთა, ან გადაკვანძვა; ბ.ჰ309) ლაპარასკოპიული ოპერაცია კრიპტორქიზმის, ან ექტოპიური სათესლე ჯირკვლის გამო; ბ.ჰ310) ორქიდოპექსია (ცალმხრივი / ორმხრივი); ბ.ჰ311) ორქიდოპექსია სისხლძარღვების გადაკვეთით; ბ.ჰ312) სათესლე ჯირკვლის ფიქსაცია; ბ.ჰ313) სათესლე ბაგირაკის დეტორსია და სათესლე ჯირკვლის ფიქსაცია; ბ.ჰ314) ეპიდიდიმოვაზოსტომა; ბ.ჰ315) სათესლე ჯირკვლისთვის პროთეზის ჩადგმა; ბ.ჰ316) სათესლე ჯირკვლისთვის პროთეზის შეცვლა, ამოღება და სხვა; ბ.ჰ317) სათესლე პარკის გაკერვა; ბ.ჰ318) ) სათესლე პარკის რეკონსტრუქცია; ბ.ჰ319) სათესლე პარკზე და სკროტალურ ორგანოებზე რეკონსტრუქციული ოპერაცია; ბ.ჰ320 ) სათესლე პარკზე და სკროტალურ ორგანოებზე ქირურგიული ჩარევა; ბ.ჰ321) სპერმის შეგროვება და შენახვა; ბ.ჰ322) სათესლე პარკის სკლეროთერაპია; ბ.ჰ323) სათესლე ჯირკვლის ზემო ბოლოს (აპენდიქსის) ბიოფსია; ბ.ჰ324) სათესლე ჯირკვლის პუნქცია; ბ.ჰ325) სათესლე ჯირკვლის ზემო ბოლოს (აპენდიქსის) პუნქცია; ბ.ჰ326) სათესლე დანამატის პუნქცია; ბ.ჰ327) სათესლე პარკის პუნქცია და სკლეროთერაპია; ბ.ჰ328) ფიზიოლოგიური ერექციის გამოკვლევები (პაპავერინის ტესტი და სხვა); ბ.ჰ329) ერექციის დისფუნქციის გამოკვლევები (დუპლექს სკენირება, კავერნოზომეტრია, კავერნოზოგრაფია და სხვა); ბ.ჰ330) ასოს ჩაჭრა; ბ.ჰ331) ჩუჩის ჩაჭრა ბ.ჰ332) მოკლე ლაგამის ჩაჭრა; ბ.ჰ333) ასოს თავის რეზექცია; ბ.ჰ334) ასოს სხეულის რეზექცია; ბ.ჰ335) პენექტომია; ბ.ჰ336) ასოს დაზიანებული უბნის დესტრუქცია; ბ.ჰ337) ასოს სხვა ნაწილობრივი ამოკვეთა; ბ.ჰ338) ასოდან უცხო სხეულის ამოღება; ბ.ჰ339) ასოს გაკერვა; ბ.ჰ340) ცირკუმციზია; ბ.ჰ341) ასოს გამკვრივების ან გადახრის კორექცია; ბ.ჰ342) ასოს ვენის რეზექცია ან გადაკვანძვა; ბ.ჰ343) ასოს არტერიული რევასკულარიზაცია; ბ.ჰ344) პრიაპიზმის ქირურგიული კორექცია; ბ.ჰ345) სპონგიოკავერნოზული ფისტულის ამოკვეთა; ბ.ჰ346) ასოს კანის პლასტიკური აღდგენა; ბ.ჰ347) ასოს რეკონსტრუქციული ოპერაცია სქესის შეცვლის გამო; ბ.ჰ348) ასოზე სხვა რეკონსტრუქციული ოპერაცია; ბ.ჰ349) ჩუჩის შემცირება პარაფიმოზის დროს; ბ.ჰ350) ჩუჩის გამოთავისუფლება შეხორცებებისგან; ბ.ჰ351) ასოს პროთეზის იმპლანტირება, რევიზია, შეცვლა და ამოღება; ბ.ჰ352) პეირონის დაავადების ქირურგიული კორექცია; ბ.ჰ353) კავერნოზოპლასტიკა, კავერნოზოპლიკაცია და სხვა; ბ.ჰ354) სასქესო ასოს დაავადებების ქირურგიული მკურნალობა; ბ.ჰ355) ერექციის ხელოვნური გამოწვევა; ბ.ჰ356) საშარდე გზებში ენდოპროთეზის იმპლანტირება; ბ.ჰ357) რეტროპერიტონეოსკოპია; ბ.ჰ358) რეტროპერიტონეალური სიმსივნის რეზექცია (ღია, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და სხვა); ბ.ჰ359) რეტროპერიტონეალური სივრცის ბიოფსია; ბ.ჰ360) რეტროპერიტონეალური სივრცის ჩაჭრა; ბ.ჰ361) რეტროპერიტონეალური სივრცის დრენირება; ბ.ჰ362) სისხლძარღვების ლაპარასკოპიული რეტროპერიტონეალური გათავისუფლება; ბ.ჰ363) რეტროპერიტონეალური სივრცის ფისტულის ამოკვეთა; ბ.ჰ364) რეტროპერიტონეალური სივრცის უცხო სხეულის ამოღება; ბ.ჰ365) რეტროპერიტონეალურ სივრცის რევიზია; ბ.ჰ366) რეტროპერიტონეალური სივრცის ბიოფსია; ბ.ჰ367) რეტროპერიტონეუმის პუნქცია; ბ.ჰ368) გახსნილი ჭრილობის აღდგენითი ოპერაცია უროლოგიურ ქირურგიაში; ბ.ჰ369) უროლოგიური ოპერაციები ინფექციის გამო; ბ.ჰ370) უროლოგიაში განმეორებითი ოპერაციები ანასტომოზის ან ნაკერის უკმარისობის გამო; ბ.ჰ371) უროლოგიაში განმეორებითი ოპერაციები (სისხლდენის, დაავადების რეციდივის, ევენტერაციისა და სხვა) დროს; ბ.ჰ372) მენჯის ფსკერის ელექტრომიოგრაფია უროდინამიკური კვლევების დროს; ბ.ჰ373) საშარდე ან კაცის სასქესო ორგანოების ფიზიოლოგიის გამოკვლევა; ბ.ჰ374) შარდის ბუშტის ტრენინგი; ბ.ჰ375) შარდის ბუშტის თვითკათეტერიზაცია; ბ.ჰ376) შარდის შეუკავლობის თერაპია მექანიკური საშუალებებით; ბ.ჰ377) მინიმალურად ინვაზიური პროცედურები უროლოგიაში; ბ.ჰ378) გახსნილი ჭრილობის აღდგენითი ოპერაცია უროლოგიურ ქირურგიაში.
|