1.
ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა)
აკადემიური უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების დარგში;
ბ)
ფინანსური და/ან მატერიალური რესურსების მართვის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
2.
ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა)
ფინანსური დაგეგმვისა და მართვის მეთოდები;
ბ)
ფინანსური აღრიცხვის სისტემა;
გ)
ფინანსური რეგულაციები;
დ)
ბავშვთა უფლებების კონვენცია;
ე)
,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი;
ვ)
,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ზ)
კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.
3.
ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა)
ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
ბ)
ფინანსური ოპერაციების განხორციელება და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
გ)
დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა;
დ)
შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება;
ე)
ქონების ინვენტარიზაცია;
ვ)
სახელფასო უწყისის წარმოება;
ზ)
წლიური ბიუჯეტის შედგენა