1.
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს აქვს:
ა)
აკადემიური უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მიმართულებით ან პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული სპეციალიზაცია;
ბ)
სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
2.
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა იცის:
ა)
ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ)
ბავშვთა და მოზრდილთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხები;
გ)
ბავშვის ქცევის პოზიტიური მართვის პრინციპები;
დ)
ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
ე)
კვების ნორმები, ბავშვთა სწორი კვების რაციონი, საკვების მომზადების ძირითადი წესები;
ვ)
პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპები და სტრატეგიები;
ზ)
,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი;
თ)
,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ი)
დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
კ)
დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
ლ)
ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი;
მ)
მენიუს შედგენის წესი.
3.
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს შეუძლია:
ა)
ბავშვთა ფიზიკური განითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობა;
ბ)
საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, როგორც თითოეული  ბავშვისთვის, ასევე დაწესებულების პერსონალისთის;
გ)
ბავშვთა პირადი ჰიგიენის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა;
დ)
ბავშვებისა და პერსონალის  სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
ე)
ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა;
ვ)
ბავშვებისთვის მიწოდებული საკვების ვარგისიანობის დადგენა;
ზ)
დაწესებულების სივრცის ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა;
თ)
„დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტისა“ და „დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის“ პრაქტიკაში გამოყენება.

თავი VIტექნიკური პერსონალის პროფესიული სტანდარტე