1.
ჰიგიენაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;
2.
ჰიგიენაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა)
დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
ბ)
დაწესებულებისა და მასში არსებული მატერიალური რესურსის ჰიგიენის ნორმები;
გ)
უსაფრთხო ჰიგიენური საშუალებების მოხმარების ინსტრუქციები.
3.
ჰიგიენაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა)
დაწესებულების შიდა და გარე სივრცისა და იქ არსებული რესურსის დასუფთავება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;
ბ)
ჰიგიენური საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენება