1.
საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის - აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2.
საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს - აღმზრდელს აქვს:
ა)
აკადემიური უმაღლესი განათლება;
ბ)
გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგისპროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით;
3.
საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ სხვა პერსონალს აქვს :
ა)
დაკავებული პოზიციის შესაბამისი არანაკლებ პროფესიული ან მასთან გათანაბრებული არაფორმალური განათლება.
ბ)
გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით;
4.
საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველმა პერსონალმა იცის:
ა)
ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ)
ადრეული განათლების პრინციპები;
გ)
ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
დ)
ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
ე)
ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;
ვ)
ინკლუზიური განათლების პრინციპები;
ზ)
პოზიტიური გაძღოლის პრინციპები;
თ)
საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის პრინციპები;
ი)
საგნობრივი დისციპლინები;
კ)
ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტები და აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტი;
ლ)
ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მეთოდები;
მ)
იცის დაწესებულებაში განხორციელებული კურიკულუმის გამოყენება;
ნ)
განათლების სფეროში დამკვიდრებული ტერმინოლოგია;
ო)
გუნდური მუშაობის პრინციპები;
5.
საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს შეუძლია:
ა)
ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;
ბ)
ოჯახთან და თემთან თანამშრომლობა;
გ)
გუნდში მუშაობა;
დ)
ბავშვზე დაკვირვება და შეფასება;
ე)
საგანმანათლებლო გარემოს მოწყობა და ცვლილებების შეტანა საჭიროებების შემთხვევაში;
ვ)
მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;
ზ)
კურიკულუმის მოდელის მიხედვით ან დაწესებულებაში დაკავებული პოზიციის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;
თ)
ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში;
ი)
საკუთარ საქმიანობაზე კრიტიკული რეფლექსია
მუხლი 10. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
თავი I — ზოგადი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 10. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 10. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 10. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის პროფესიული
- მუხლი 10. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 10. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 10. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 5. დაწესებულების პერსონალის შემადგენლობა
- მუხლი 6. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 7. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 8. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 9. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 11. ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 12. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 13. ჯგუფის დამხმარე პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 14. ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 15. კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10, №22, 28.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.139.016280 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4064084/muxli-10/