1.
ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა)
აკადემიური უმაღლესი განათლება;
ბ)
ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
2.
ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა)
ადამიანური რესურსის მართვის პრინციპები;
ბ)
თანამშრომელთა მოტივაციის ფორმები;
გ)
თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;
დ)
,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართვლოს კანონი;
ე)
,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ვ)
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”;
ზ)
დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი მოვალეობები;
თ)
კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;
ი)
აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, პერსონალის პროფესიული სტანდარტი.
3.
ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა)
პერსონალის მოტივაციაზე ზრუნვა;
ბ)
პერსონალის საჭიროებების დადგენა;
გ)
საკადრო ცვლილებების განხორციელება;
დ)
პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
ე)
პერსონალისა და ბავშვების პირადი საქმეების წარმოება;
ვ)
პერსონალის სამსახურეობრივი მოვალეობების დადგენა.თავი IV
საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული სტანდარტებ
მუხლი 9. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. სტანდარტის სტრუქტურა
- მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 5. დაწესებულების პერსონალის შემადგენლობა
- მუხლი 6. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 7. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 8. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 10. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 11. ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 12. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 13. ჯგუფის დამხმარე პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 14. ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 9, №22, 28.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.139.016280 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4064084/muxli-9/