1.
კვებაზე პასუხისმგებელ  პერსონალს აქვს:
ა)
პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში;
ბ)
კვების ობიექტზე, ან დაწესებულების ფარგლებში კვების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
2.
კვებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა)
სამზარეულოს ჰიგიენის ნორმები;
ბ)
ჯანსაღი კვების ნორმები;
გ)
ბავშვთა სწორი კვების რაციონი;
დ)
მენიუს შედგენის წესი;
ე)
ნედლეულის გახარჯვის ნორმები;
ვ)
პროდუქტების შენახვის წესები და ვადები;
ზ)
ბავშვთა საკვების მომზადების ძირითადი წესები, პროდუქტის კალორაჟი და კვებითი ღირებულებები, საკვებში ვიტამინების დაცვის ტექნოლოგიები.
თ)
დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
ი)
დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
3.
კვებაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა)
აუცილებელი საკვების მოთხოვნის ფურცლის შედგენა;
ბ)
მენიუს შედგენა;
გ)
მზა საკვების ნარჩენების ჩამოწერა და აღრიცხვა;
დ)
დაწესებულების კვების რეჟიმის შესაბამისად საკვების მომზადება ჰიგიენის ნორმების დაცვით;
ე)
პროდუქტის ჰიგიენურად დამუშავება და შენახვა.
ვ)
დაწესებულებაში კვებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის პროცესში ბავშვთა და მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფა