1. ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პერიოდული (გეგმური და არაგეგმური) შემოწმება;
ბ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოვლენილ მოსამსახურეთა მიერ დისციპლინური ნორმების დარღვევის ფაქტების შემოწმება-განხილვა, სამართლებრივი შეფასება, შესაბამისი დასკვნების მომზადება და სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენა;
დ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციები არ მოიცავს შიდა აუდიტის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ ფუნქციებ