ადამიანური რესურსებისა და ხარისხის მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება და მართვა;

ბ) სააგენტოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების დაგეგმვა და ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) სააგენტოს მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) სააგენტოს შრომის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება/განახლება;

ე) სამუშაო აღწერილობების/თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება/განახლება;

ვ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებების (მოსამსახურეთა მიღების, თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალურ წოდებათა მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებისა და გათავისუფლების შესახებ), ასევე შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

ზ) სააგენტოს თანამშრომელთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლა, პირადი საქმეების აღრიცხვა და დამუშავება, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა;

თ) სააგენტოდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მასალების მომზადება;

კ) პირადობის (სამსახურებრივი) მოწმობებისა და დროებითი საშვების დამზადება/გაცემა, აღრიცხვა, ჩამოწერა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება;

ლ) სააგენტოს პირადი შემადგენლობის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის ორგანიზება;

მ) ხარისხის სტანდარტების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა;

ნ) ხარისხის სტანდარტების უზრუნველყოფის, ასევე თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შესაბამისი ტრენინგების ორგანიზება / ჩატარება;

ო) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ