📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2018
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.127.016280
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 786 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ 90% 02.04.2018 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ 90% 30.03.2015 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ 90% 26.07.2018 სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე 90% 27.09.2023 გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ 90% 21.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2018 წლის 28 თებერვალი ქ. ზესტაფონი      ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლები: 1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის:   ა) ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარი; ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 3 (სამი) ლარი; გ) დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლების გადახდისაგან განთავისუფლებულია სტიქიური უბედურებისაგან დაზიანებული მშენებლობა.  2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:   ა) ერთ სულ მოსახლეზე – 0,5 ლარი თვეში, სამ და მეტსულიან ოჯახზე არაუმეტეს – 1,5 ლარისა; ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის – 25 (ოცდახუთი) ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე. გ) იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომლებიც საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და სამრეწველო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და უტილიზაციას, გადაიხდიან ერთ კუბურ მეტრზე  – 15 (თხუთმეტ) ლარს.  3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი: ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 (ოცი ათასი) ლარი; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 (ორი ათასი) ლარი; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი; ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1 500  (ათასხუთასი) ლარი; ზ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – 4 000  (ოთხიათასი) ლარი; თ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი წესის თანახმად. მუხლი 2🔗 ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდევინება განისაზღვროს №1, №2 და №3 დანართების მიხედვით დამტკიცებული ინსტრუქციით. მუხლი 3🔗 კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №4 დადგენილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ (სსმ, ვებგვერდი, 01/03/2013; სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.127.016083). მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე დანართი №1 მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდევინების შესახებ ინსტრუქცია მუხლი 1🔗. მოსაკრებლის გადამხდელი  მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი. მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადახდის ვადა. მოსაკრებლის გადახდის ვადაა გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებამდე. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის ამოღება და კონტროლი. მოსაკრებლის ამოღებას უზრუნველყოფს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. კონტროლს ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი. დანართი №2 ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდევინების შესახებ ინსტრუქცია მუხლი 1🔗. მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც ქალაქ ზესტაფონის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.   მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადახდის ვადა მოსაკრებლის გადახდა ხდება ყოველთვიურად, ყოველი საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის ამოღება და კონტროლი  მოსაკრებლის ამოღებას ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. კონტროლს ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი. დანართი №3 მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი მუხლი 1🔗. სათამაშო ბიზნესისი მოსაკრებლის გადამხდელი და გადახდის ვადა 1. წამახალისებელი გათამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) (გარდა წამახალისებელი გათამაშების სისტემურ- ელექტრონული ფორმით მომწყობისა საქმიანობის ამ ნაწილში) ვალდებულია საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 2. წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულებით (თანხით). 3. სამორინეს, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას. 4. მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სამორინეს მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშა ნი, რომე ლიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის მომწყობის (ორგანიზატორის) უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდისა და სათამაშო აპარატის დადგმასა და სალაროს მოწყობაზე. 5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს: ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებულ ნუმერაციის ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც გაი ცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშნები; ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს. 6. თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით. 7. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებული ნუმერაციის ველი (დიაპაზონი) საგადასახადო ორგანოში აღირიცხება თამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) სახელზე. 8. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ნუმერაციის ველის (დიაპაზონის) გამოყოფის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 9. ლატარიის მომწყობნი (ორგანიზატორები) ვალდებული არიან ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებში ყოველკვარტალურად წარადგინონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადონ მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.