სს „გრეიფრუტის“ აქციათა 72,769%-ის მფლობელის გიორგი ჩხაიძის განცხადება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სს „გრეიფრუტის“ აქციათა გამოსასყიდ ფასად (ქვემოთ განსაზღვრული) ყიდვის თაობაზე კეთდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 532 მუხლის შესაბამისად, რომლის საფუძველიცაა გიორგი ჩხაიძის („მყიდველი“) მიერ სს „ გრეიფრუტის “ ხმათა საერთო რაოდენობის ½-ზე მეტის შეძენა.
● გამოსყიდვის პირობები და პროცედურები.
მყიდველი ფლობს სს „ გრეიფრუტის “ გამოშვებულ 593400 (ხუთას ოთხმოცდაცამეტი ათას ოთხასი) ცალ ჩვეულებრივ სახელობით აქციას, რაც შეადგენს გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 72,769 % და სურს გამოისყიდოს სს „გრეიფრუტის“ დარჩენილი 86069 (ოთხმოცდაექვსი ათას სამოცდაცხრა) ჩვეულებრივი სახელობითი აქცია, რომელიც სს „გრეიფრუტის“ გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 27,231 %-ს შეადგენს.
● სს „გრეიფრუტის“ აქციების გამოსასყიდი ფასი შეადგენს 2,58 (ორი ლარი და 58 თეთრი) ლარს ერთ აქციაზე.
● სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გრძელდება 2018 წლის 2 მარტიდან 2018 წლის 16 მაისის ჩათვლით.
● სს „ გრეიფრუტის “ გამოშვებული აქციების დარჩენილი 27,231 % ანუ 86069 (ოთხმოცდაექვსი ათას სამოცდაცხრა) აქციის სრულად გაყიდვის თანხმობათა არსებობის შემთხვევაში, შემთავაზებელი გამოისყიდის აქციათა სრულ რაოდენობას.
● სავალდებულო სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობის შეცვლის შემთხვევაში გაკეთდება შეთავაზების განცხადების განახლებული ვერსია და გავრცელდება დადგენილი წესით.
● შესყიდვა მოხდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ.
● სს „გრეიფრუტის“ აქციონერთაგან აქციების გაყიდვაზე განაცხადების შეგროვებას განახორციელებს შპს „ეროვნული რეესტრი“ (მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. № 41, მე-6 სართ., ტელ. (+995 32) 231 11 74).
დაგვიანებით შემოსული განაცხადები „მყიდველის“ მიერ განხილული არ იქნება.
● „მეწარმეთა შესახებ ” საქართველოს კანონის 532 მუხლის შესაბამისად, შედგენილი აქციათა გამოსასყიდი ფასის შეფასების ანგარიშის გაცნობა აქციონერებს შეუძლიათ სს „გრეიფრუტის“ შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. ფოთი, ბარათაშვილის ქ.№101 ტ.5 99 220736 .
მყიდველი: გიორგი ჩხაიძე