საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის – ლარის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოყენების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№885
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 60, 07/06/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის – ლარის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოყენების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ქვეყნის ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის – ლარის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოყენების უზრუნველყოფას საქართველოსათვის სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ხელისუფლების არაერთი მცდელობისა, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები არ იცავენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნას საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის – ლარის, როგორც ერთადერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალების, გამოყენების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართვლოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულმა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებმა (ქვეყნის ტერიტორიაზე დისლოცირებული მათი ცალკეული ნაწილებისა და ქვედანაყოფების სახით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საგადამხდელო საშუალებად გამოიყენონ მხოლოდ საქართველოს ეროვნული ვალუტა.

2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს, ამ დადგენილების მიღებიდან 10 დღის ვადაში შეიმუშაონ წინადადებები დადგენილების პირველი პუნქტის შესრულების თაობაზე.

3. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ამ დადგენილების მე-2 პუნქტის შესრულების შემდეგ რუსეთის ფედერაციის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების ხელმძღვანელობასთან გამართოს მოლაპარაკება დადგენილების პირველი პუნქტის შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

4. დაევალოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, შინაგან საქმეთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროებს, დააწესონ მკაცრი კონტროლი საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების მიერ ლარის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოყენებაზე, ხოლო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

5. ამ დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს.

6. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე გ.წერეთელი.

თბილისი,

2001 წლის 23 მაისი.

№885IIს