📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.03.2018
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.148.016467
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/03/2018
matsne.gov.ge 733 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 17.02.2023 ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 27.09.2018 ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 28.10.2022 წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 01.10.2018 ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 02.11.2015

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 2018 წლის 9 მარტი ქ. გორი გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“   24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  25-ე მუხლის  1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  მიღებულ იქნეს გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი, დანართი №1- ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 სექტემბრის №44 დადგენილება (www.matsne.gov.ge 09/09/2016  010250020.35.174.016180). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე დანართი N1 გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს  წესი  განსაზღვრავს  გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მინიჭების სამართლებრივ საფუძვლებს და მისი განხილვის წესს.  2. გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის  წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური,  სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს: ა) განსაკუთრებული დამსახურება გორის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე; ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი  გორის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში; გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი გორის მუნიციპალიტეტთან  მეგობრული კავშირების განმტკიცებაში. 3.  გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ. მუხლი 2🔗. გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები 1. გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს: ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს; ბ) მუნიციპალიტეტის მერს; გ) საკრებულოს თავმჯდომარეს; დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს; ე) საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით; ვ)  გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილ გორის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს. 2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს: ა) „გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების“ მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით; ბ) კანდიდატურის ბიოგრაფიული მონაცემები; გ) კანდიდატის ღირსების ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები; დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. მუხლი 3🔗. გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება 1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება გორის მუნიციპალიტეტის მერს. 2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი  გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს, მერიის და საზოგადოების წარმომადგენლები პარიტეტულ საწყისებზე. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს ირჩევს სამუშაო ჯგუფი საკუთარი შემადგენლობიდან სამუშაო ჯგუფის წევრთა ხმათა უმრავლესობით. 3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისათვის  გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის  წოდების მინიჭების უფლება ენიჭება გორის მუნიციპალიტეტის მერს. 4.  გორის მუნიციპალიტეტის მერი  „გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების“ მინიჭებაზე  გადაწყვეტილებას  იღებს  ბრძანების სახით. 5.  გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობის, სიგელის და სამკერდე ნიშნის ფორმას: ა)  ბრძანებით ამტკიცებს გორის მუნიციპალიტეტის მერი; ბ) დამზადებას უზრუნველყოფს  გორის მუნიციპალიტეტის მერია. მუხლი 4🔗. გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულებანი 1. გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას შესაბამისი კანდიდატურის სამუშაო ჯგუფის მიერ განხილვის შემდეგ, კანდიდატურის წარმდგენი  გორის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს წარდგენილი კანდიდატის წერილობით თანხმობას და კანდიდატის 2 (ორი) ფოტოსურათს ზომით 3X4; 2. გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა  გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობა, შესაბამისი სიგელი და სამკერდე ნიშანი, რომლის  დამზადებას მერის  შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყოფს  გორის მუნიციპალიტეტის მერია.    3. გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ სიგელზე გორის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს  გორის მუნიციპალიტეტის მერი. იგი დასტურდება  გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით.  4.  გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე.  5. გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მიმღებს, მისი მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან /და ფულადი ჯილდო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი წესით.  6.გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით „გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს, შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდზე.  7. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს  გორის მუნიციპალიტეტის მერია, სადაც აისახება გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები,  თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს  ეს წოდება). მუხლი 5🔗. გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის საფუძვლები 1. პირს შეიძლება ჩამოერთვას გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:   ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული; ბ) ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ-ეთიკურ ნორმებს. 2. გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს გორის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების  სამუშაო ჯგუფის  დასკვნის  საფუძველზე. მუხლი 6🔗. გარდამავალი დებულებანი 1. გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიქმნას გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფი. 2. დაევალოს სამუშაო ჯგუფს გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისთვის აუცილებელ სიმბოლიკაზე მუშაობა.