„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მიღების თარიღი 14.03.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №18/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016393
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2018
matsne.gov.ge 300 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 87% 27.06.2017 ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 87% 10.08.2016 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 86% 15.07.2021 საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 85% 28.03.2018 საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 85% 14.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №18/2018 2018 წლის 14 მარტი ქ. თბილისი „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 12/03/2012, 010340000.15.008.016031) დამტკიცებულ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ზ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ზ) სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველის თანხმობა სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა”, „გ”, „დ”, „ე” და „ვ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და გაცემაზე, ასეთი ინფორმაციის საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის ან ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ სწავლების ცენტრიდან წერილობით გამოთხოვის შემთხვევაში.”; 2. მე-13 მუხლს დაემატოს მე-4 და მე-5 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „4) სერტიფიცირებულ პირთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, სწავლების ცენტრი მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე ამუშავებს და გასცემს სერტიფიკატის მფლობელის პერსონალურ მონაცემებს, ასეთი ინფორმაციის საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის ან ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ წერილობით გამოთხოვის შემთხვევაში. 5) სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მიზნისთვის მიმართოს სწავლების ცენტრს, რომელსაც უნდა წარუდგინოს: ა) წერილობითი თანხმობა სწავლების ცენტრის მიერ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და გაცემაზე; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი.”. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი