სამოქალაქო აქტების სააქტო ჩანაწერებში, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასა და დაბადების მოწმობაში დამატებითი რეკვიზიტის შეტანასთან დაკავშირებით კანონპროექტების მომზადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1003
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 75, 12/07/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

სამოქალაქო აქტების სააქტო ჩანაწერებში, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასა და დაბადების მოწმობაში დამატებითი რეკვიზიტის შეტანასთან დაკავშირებით კანონპროექტების მომზადების შესახებ

საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით 1999 წლის 29 იანვარს წარმოდგენილ „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტში გამართული ორწლიანი კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბდა პოზიცია, რომლის მიხედვითაც მიზანშეწონილად ჩაითვალა სამოქალაქო აქტების სააქტო ჩანაწერებში, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასა და დაბადების მოწმობაში შემდეგი რეკვიზიტის შეტანა – „ეროვნება/მოქალაქეობა – ქართული“, რომელიც მოიცავს პირის პოლიტიკურ-სამართლებრივ კავშირს სახელმწიფოსთან და განსაზღვრავს მის მოქალაქეობრივ სტატუსს.

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დაევალოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტს, 3 თვის ვადაში პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად, ზემოაღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით შეიმუშაოს კანონპროექტები „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ და საქართველოს მოქალაქეთა და „საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

2. ზემოაღნიშნული კანონპროექტების შემუშავების მიზნით იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტთან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: ლევან აბაშიძე, ზურაბ ადეიშვილი, თემურ ბაბლუანი, რამიზ ბაქიროვი, ლერი გიგინეიშვილი, მანანა გიგინეიშვილი, არჩილ გოგელია, ნოდარ გრიგალაშვილი, კობა დავითაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ელენე თევდორაძე, ირინა იმერლიშვილი, გენო კალანდია, კოტე კემულარია, გელა კვარაცხელია, ზურაბ კიკნაძე, მამედ მამედოვი, ადა მარშანია, ვასილ მაღლაფერიძე, რევაზ მიშველაძე, გია ნოდია, მელიქ რაისიანი, გურამ შარაძე, ელდარ შენგელაია, ოთარ ჩხეიძე, ჯონი ხეცურიანი.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                       ზ. ჟვანია

თბილისი,

2001 წლის 22 ივნისი,

№1003 IIს