ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.03.2018
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016364
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე | ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ვებგვერდის ფუნქციონირების დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 15.09.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №60
2018 წლის 28 მარტი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 სექტემბრის №41 დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ვებგვერდის ფუნქციონირების დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე
დანართი
ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. დებულება ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ფუნქციონირების შესახებ ადგენს ხონის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს
2. ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა) ხონის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
ბ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების მუდმივი კავშირი მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, საშუალება მისცენ მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
3. ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.khoni.gov.ge.
მუხლი 2🔗.
ვებგვერდის ადმინისტრირება
1. ვებგვერდის ადმინისრიტრირებას ახორციელებს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) ინფორმაციის განთავსებას;
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას მერისათვის;
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
მუხლი 3🔗.
ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი
1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის მუნიციპალიტეტის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია
ა) მუნიციპალიტეტის ორგანოები;
ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.
5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივი;
ბ) პერიოდული (ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური).
მუხლი 4🔗.
ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
1. მუნიციპალიტეტის ორგანოები, მუნიციპალიტეტის იურიდიული პირები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები და ორგანიზაციები მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს აწვდიან ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდის დროულ, შესაბამის გვერდზე განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ადმინისტრაციული სამსახური.
მუხლი 5🔗.
ვებგვერდის სტრუქტურა
1. მუნიციპალიტეტის ვებგვერდი იყოფა შემდეგ მიმართულებად:
ა) საკრებულო
ა.ა) საკრებულოს დებულება/რეგლამენტი;
ა.ბ) საკრებულოს თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები);
ა.გ) საკრებულოს წევრები;
ა.დ) საკრებულოს კომისიები (უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, კომისიის შემადგენლობა, კომისიის სხდომის ოქმები);
ა.ე) საკრებულოს ფრაქციები/ ფრაქციის წესდება, ფრაქციის შემადგენლობა;
ა.ვ) საკრებულოს აპარატი/აპარატის დებულება, აპარატის უფროსი/ მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი/აპარატის სტრუქტურა;
ბ) მუნიციპალიტეტის მერია;
ბ.ა) მერიის დებულება;
ბ.ბ) მერიის თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები);
ბ/გ) მერიის სტრუქტურა;
ბ.დ) მერიის სტრუქტურული ერთეულები (სტრუქტურული ერთეულების დებულება, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);
ბ.ე) მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში, (სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი).
2. სამართლებრივი აქტების ვებგვერდი იყოფა შემდეგ მიმართულებად:
ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი;
ბ) საკრებულოს დადგენილებები, საკრებულოს განკარგულებები, საკრებულოს თავჯდომარის ბრძანებები;
გ) პროექტები.
3. ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ვებგვერდი იყოფა შემდეგ მიმართულებებად
ა) მუნიციპალიტეტის ძირითადი გეოგრაფიული და დემოგრაფიული მონაცემები;
ბ) ისტორია;
გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები;
დ) მუნიციპალიტეტის რუკა.
4. ახალი ამბების განყოფილებაში თავსდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე.
5. კონტაქტების გვერდზე თავსდება ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირების საცნობარო ინფორმაცია/მოქმედების სფერო, მისამართი, ტელეფონი.