სს „თბილაბრეშუმის“ განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  განცხადება სს „თბილაბრეშუმის“აქციათა  სავალდებულო მიყიდვის შესახებ

 

   
ფიზიკური პირი ოთარ ლომაია,   (პ/ნ 01008001778), როგორც  სააქციო საზოგადოება   „თბილაბრეშუმის“   (ს/კ 200003174)   ჩვეულებრივი სახელობითი აქციების 95,64%-ის  მფლობელი, მოქმედებს რა საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 534  მუხლით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის (გამოსყიდვის) უფლებით, აცხადებს  დანარჩენი აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული სს „თბილაბრეშუმის“  ჩვეულებრივი სახელობითი აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოში), „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 534  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2  თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, ფიზიკური პირი ოთარ ლომაია  განცხადებით მიმართავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს აქციათა სავალდებულო მიყიდვის და შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასით გამოსყიდვის სააღრიცხვო დღის დადგენის შესახებ.

სს „თბილაბრეშუმის“  აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ,  ფიზიკური პირი ოთარ ლომაია    ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს  „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534  მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ  სუბიექტებთან, სს „თბილაბრეშუმი“ სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ  სს „თბილაბრეშუმის“ აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.

აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია:  სს „თბილაბრეშუმის“  რესტრუქტურიზაცია, მართვის ოპტიმიზაცია და შესაბამისად, მმართველობითი ხარჯების მინიმიზაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ოთარ ლომაიას,  მის: ქ. თბილისი გოგებაშვილის ქ. №46. ბ.12. ტელ: 599513849. ელექტრონული  მისამართი: lomaiaotar7@gmail.com

აქციონერებს აქციებზე საკუთრების უფლება შეუძლიათ დააზუსტონ  სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან“,   ქ. თბილისში,  ილია  ჭავჭავაძის გამზირ 74, ტელ: 2225351, 2251560,  ბათუმში,  ზურაბ გორგილაძის ქ. 37, ოფისი 19, ტელ 599158806. 

 

სს დირექტორი                                                                                        ო. ლომაია.