,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მითითებისა და შემოწმების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№62
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.136.016282
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №62

2018 წლის 29 მარტი

დაბა ხულო

 

,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მითითებისა და შემოწმების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მითითებისა და შემოწმების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები. 

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის  ზედამხედველობის სამსახურის მითითებისა  და შემოწმების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ”

2. დადგენილების  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითებისა და შემოწმების აქტის ფორმები დანართების შესაბამისად“.

3.დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი № 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

              ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

      ------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                     შემოწმების აქტი №

---------------------------------------------                                                                                      შედგენის თარიღი-----------   

დამრღვევის დასახელება და მისამართი ------------------------------------------------------------------------------------------------------

(მაინდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები)

სამშენებლო საქმიანობის ობიექტი   ---------------------------------------------------------------------------------------------------------

( მისამართი, საკადასტრო კოდი, მესაკუთრე)

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დამრღვევს ---------------------------------------- მიეცა №-------  მითითება----------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(უფლებამოსილი ორგანოს მითითება)

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“  საქართველოს კანონის  25-ე

მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, მითითებაში დაფიქსირებული იყო შემდეგი სახის დარღვევები:

1.------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2.------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3.-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

4.-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5.-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აქტის შედგენის მომენტში მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა აჩვენებს, რომ მითითება დამრღვევის მიერ

შესრულდა --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(დარღვევის სახეები)

აღნიშნულიდან გამომდინარე აქტს ვადგენთ მასზე, რომ მითითება

ა)   შესრულდა;

ბ)   არ შესრულდა;

გ) არადროულად სრულდება

აქტი შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურებთ -------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

შედგენის თარიღ: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აქტი ჩაჰბარდა და გაეცნო:-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით (,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ  ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს   დამრღვევს,   რაზედაც   დგება   შემოწმების   აქტი.   შემოწმების   აქტში   აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა,  ბ) მითითება არ შესრულდა,  გ) მითითება არადროულად სრულდება. („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი).

თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ -ს 25-ე მუხლის მე-7 პუნქტი).

თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის   დარღვევით   მშენებლობისა   და   უნებართვო   დემონტაჟის   შეჩერების შესახებ. გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. (,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის მე-9 პუნქტი).

დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი  იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დადგენილებას საურავის დაკისრების შესახებ (,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“  საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნტი).

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვადაში ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მიერ  დადგენილების  მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს საქართველოს კანონით) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია  მიიღოს  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტი  დადგენილება  მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა ნაგებობების მშენებლობის  მთლიანად  ან  ან  ნაწილობრივ  შეჩერებისა  და  დემონტაჟის  შესახებ  (,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს  25-ე მუხლის მე-14 პუნქტი).

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მიერ მიღებული დადგენილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტი, რომელიც აღსრულდება “სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით (,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 25-ე მუხლის მე-15 პუნქტი).

თუ  ვერ  ხერხდება  მხარისთვის  მითითების,     შემოწმების  აქტის,     უწყების  ან დადგენილების  გაცნობა  (პირადად ჩაბარებით),  გაცნობად  ჩაითვლება  მისი  განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში – დადგენილებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე (,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-19 პუნქტი).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მითითებისა და შემოწმების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მითითებისა და შემოწმების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.03.2018.
როდის იქნა მიღებული „,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მითითებისა და შემოწმების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მითითებისა და შემოწმების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 29.03.2018. მიმღები ორგანო — ხულოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №62. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.136.016282.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მითითებისა და შემოწმების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მითითებისა და შემოწმების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მითითებისა და შემოწმების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.03.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მითითებისა და შემოწმების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №62, 29.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.136.016282 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4118758/