სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.03.2018
ძალაში შესვლა 11.05.2018
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016396
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 747 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.03.2018 მიღება
11.05.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 25.01.2018 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 30.01.2015 გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 14.11.2017 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 06.09.2019 მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 12.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №32 2018 წლის 30 მარტი ქ. სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი  ნაწილის  ,,გ“  პუნქტის  „გ.ბ“  ქვეპუნქტის,  61-ე  მუხლის  მე-2  ნაწილის  და „ნორმატიული  აქტების  შესახებ” საქართველოს   კანონის   მე-20  მუხლის  და  25-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ბ“  ქვეპუნქტის  შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს   სენაკის  მუნიციპალიტეტის  მერიის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის    სამსახურის   თანდართული  დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  „სენაკის  მუნიციპალიტეტის  მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების  დამტკიცების  შესახებ“  სენაკის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2017  წლის  15 ნოემბრის  №63   დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 11  მაისიდან.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ რუსია  დანართი №1 სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მერიის   ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახური 1. მერიის    ჯანმრთელობისა  და სოციალური  დაცვის   სამსახური  (ტექსტში  შემდგომ  – სამსახური)  არის  მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს   ჯანმრთელობის,  სოციალური დაცვისა და დასაქმების  მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური  თავის  საქმიანობას  წარმართავს  საქართველოს  კანონმდებლობის,  მერიის დებულების,  ამ   დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით. 4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. სენაკი,  ილია ჭავჭავაძის ქ. №103. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის განყოფილება; ბ)  დევნილთა  და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების  განყოფილება. 3.  სამსახურის  საქმიანობას  წარმართავს  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის  უფროსი,  რომლის  უფლებამოსილებები  და სამსახურებრივი  ფუნქციები განისაზღვრება მერიის   დებულების მე-9 მუხლით და ჯანმრთელობისა  და სოციალური  დაცვის    სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის  უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული  ერთეულის  ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება მეორადი სტრუქტურული  ერთეულის  ხელმძღვანელის – განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო  მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს მეორადი სტრუქტურული  ერთეულის  ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი  ფუნქციები განისაზღვრება მერიის  დებულების  მე-13 მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. მეორადი სტრუქტურული  ერთეულის ხელმძღვანელის – განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მეორადი სტრუქტურული  ერთეულის  ხელმძღვანელის – განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი. 6.  განყოფილების საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები  განისაზღვრება მერიის დებულების  მე-16 მუხლით. განყოფილების საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის  სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა  და პროფესიული განვითარების  წესები განისაზღვრება მერიის  დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა)ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების   შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაციას; გ)  ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვის კოორდინაციას; დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ე) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ვ) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფას; ზ)  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  მცხოვრებ იძულებით  გადაადგილებულ  პირთა აღრიცხვას,  ამ პირთა პრობლემების შესწავლას, შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვასა და მათ სოციალურ უფლებათა დაცვას; თ) სამზრუნველო დაწესებულებათა ქსელის განვითარებასა და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღოსიძიებების გატარების კოორდინაციას; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის  ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის განყოფილების ფუნქციები სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ)საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაციას; დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვის კოორდინაციას; ე) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ვ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ზ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; თ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;  ი) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვის კოორდინაციას; კ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას;  მიზნობრივი ჯგუფების   (პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირები) საჭიროების  შესწავლას, მოგვარების გზების ძიებას და სხვადასხვა ხასიათის დახმარების პროგრამების შემუშავებას; ლ) მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვას, მათი სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას; მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების განყოფილების ფუნქციები სამსახურის დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) დევნილი მოსახლეობის განცხადებების, წინადადებების, საჩივრების განხილვას, შესწავლას, კანონით დადგენილი შეღავათების მიღების ორგანიზების კოორდინაციას; ბ)  სენაკის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  დევნილთა  დროებითი  განსახლების  ორგანიზების კოორდინაციას; დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციას და მოწმობების გაცემის კამპანიის ორგანიზებულად ჩატარების  ხელშეწყობას; გ) დევნილთა  პრობლემატური საკითხების, წინადადებებისა და დასკვნების წარმოდგენას; დევნილთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვის და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლაში მონაწილეობას; სოციალური დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით კერძო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;  დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.