სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
მიღების თარიღი 04.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2527
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024935
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.12.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ შპს „ტოროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2527
2017 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:
ა) ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის − ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან არსებული შუა საუკუნეებით დათარიღებული აბანოს შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის (ზემო ხოდაშენის ხევის) არქეოლოგიური კვლევის მომსახურების შესყიდვა;
ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2017 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მისთვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;
გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი