სს „RMG Copper-ზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანასა და დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მიღების თარიღი 08.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2371
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025119
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.11.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სს „RMG Copper“-ზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანასა და დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის საფუძველზე, ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელებისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანასა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ სასარგებლო წიაღისეულის (სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების ტექნოგენური დანაგროვი) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის საწყისი ფასის განსაზღვრისა და დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ შპს „მოზაიკას“, შპს „კვარფორტეს“, შპს „ჯოტო-50“-ის, შპს „დურუჯი+“-ის, შპს „ჩესის“, ინდივიდუალური მეწარმე „გიორგი მზექალაშვილის“ და ინდივიდუალური მეწარმე „ძაბული ქორთიევის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სს „RMG Copper-ზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანასა და დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2371
2017 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
სს „RMG Copper-ზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანასა და დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის 13 და 14 პუნქტებისა და 71 მუხლის 13 პუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს:
ა) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2013 წლის 25 თებერვლის №13/136 ბრძანებით სს „RMG Copper-ზე“ (ს/კ: 225358341) გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში შეიტანოს ცვლილება და მადნეულის ოქრო-სპილენძ-ბარიტ-პოლიმეტალურ საბადოზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის (ოქრო- სპილენძის მადნებისა და ოქროსშემცველი მეორადი კვარციტების) ოდენობა განსაზღვროს 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დამტკიცებული მარაგების ფარგლებში: სპილენძი – 43682,9928 (ორმოცდასამი ათას ექვსას ოთხმოცდაორი მთელი ცხრა ათას ცხრაას ოცდარვა მეათიათასედი) ტონის ოდენობით, ოქრო – 3156,293298 (სამი ათას ას ორმოცდათექვსმეტი მთელი ორას ოთხმოცდაცამეტი ათას ორას ოთხმოცდათვრამეტი მემილიონედი) კილოგრამის ოდენობით;
ბ) ლიცენზიაში ცვლილების შეტანისას 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დამტკიცებული მარაგების ფარგლებში (სპილენძი – 43682,9928 (ორმოცდასამი ათას ექვსას ოთხმოცდაორი მთელი ცხრა ათას ცხრაას ოცდარვა მეათიათასედი) ტონის ოდენობით, ოქრო – 3156,293298 (სამი ათას ას ორმოცდათექვსმეტი მთელი ორას ოთხმოცდაცამეტი ათას ორას ოთხმოცდათვრამეტი მემილიონედი) კილოგრამი), ლიცენზიის მფლობელს განუსაზღვროს მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ლიცენზიის მოქმედების ვადის (2041 წლის 16 აპრილი) ბოლომდე. წარსადგენი ინფორმაციისა და მონაცემების უტყუარობაზე პასუხისმგებელია ლიცენზიის მფლობელი;
გ) დამატებით სალიცენზიო პირობად განსაზღვროს ლიცენზიის მფლობელის ვალდებულება 2018 წლის 28 თებერვლიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, განახორციელოს გარემოსდაცვითი ღონისძიებები (ან მათი დაფინანსება) 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის თანხის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი