შპს „მოზაიკას“, შპს „კვარფორტეს“, შპს „ჯოტო-50“-ის, შპს „დურუჯი+“-ის, შპს „ჩესის“, ინდივიდუალური მეწარმე „გიორგი მზექალაშვილის“ და ინდივიდუალური მეწარმე „ძაბული ქორთიევის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქა რ თველოს მთავრობის
განკარგულება№1907
2014წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს ,,მოზაიკას“, შპს ,,კვარფორტეს“, შპს ,,ჯოტო-50“-ის, შპს ,,დურუჯი+“-ის, შპს ,,ჩესის“, ინდივიდუალური მეწარმე ,,გიორგი მზექალაშვილის“ და ინდივიდუალური მეწარმე ,,ძაბული ქორთიევის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ
1. ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის მე-4-მე-7 პუნქტების საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდინარე დურუჯის ხეობის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საშიშროების თავიდან ასაცილებლად, მდინარის კალაპოტიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით:
ა) შპს ,,მოზაიკა“ (ს/კ 241559899) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან 6 თვის ვადით და მიეცეს უფლება, მდინარე დურუჯის ხეობაში მოიპოვოს 15 000 (თხუთმეტი ათასი) მ3 ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში), შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 565874 | 4643638 |
| 2 | 565907 | 4643706 |
| 3 | 565968 | 4643677 |
| 4 | 565934 | 4643610 |
| S= 0,5 ჰა | ||
| WGS 1984; |
ბ) შპს ,,კვარფორტე“ (ს/კ 441554266) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან 6 თვის ვადით და მიეცეს უფლება, მდინარე დურუჯის ხეობაში მოიპოვოს 30 000 (ოცდაათი ათასი) მ3 ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში), შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 565797 | 4643459 |
| 2 | 565867 | 4643594 |
| 3 | 565926 | 4643564 |
| 4 | 565852 | 4643427 |
| S= 1,0 ჰა | ||
| WGS 1984; |
გ) შპს ,,ჯოტო-50“ (ს/კ 241576816 ) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან 6 თვის ვადით და მიეცეს უფლება, მდინარე დურუჯის ხეობაში მოიპოვოს 25 000 (ოცდახუთი ათასი) მ3 ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში), შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 565563 | 4642773 |
| 2 | 565631 | 4642754 |
| 3 | 565597 | 4642641 |
| 4 | 565528 | 4642660 |
| S= 0,84 ჰა | ||
| WGS 1984; |
დ) შპს ,,დურუჯი+“ (ს/კ 441556914) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან 6 თვის ვადით და მიეცეს უფლება, მდინარე დურუჯის ხეობაში მოიპოვოს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) მ3 ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში), შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 566239 | 4645225 |
| 2 | 566274 | 4645385 |
| 3 | 566374 | 4645359 |
| 4 | 566337 | 4645199 |
| S= 1,68 ჰა | ||
| WGS 1984; |
ე) შპს ,,ჩესი“ (ს/კ 441555808) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან 6 თვის ვადით და მიეცეს უფლება, მდინარე დურუჯის ხეობაში მოიპოვოს 30 000 (ოცდაათი ათასი) მ3 ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში), შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 566351 | 4645199 |
| 2 | 566389 | 4645355 |
| 3 | 566448 | 4645341 |
| 4 | 566411 | 4645181 |
| S= 1ჰა | ||
| WGS 1984; |
ვ) ინდივიდუალური მეწარმე - ,,გიორგი მზექალაშვილი“ (ს/კ 45001000898) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან 6 თვის ვადით და მიეცეს უფლება, მდინარე დურუჯის ხეობაში მოიპოვოს 30 000 (ოცდაათი ათასი) მ3 ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში), შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 565566 | 4642788 |
| 2 | 565605 | 4642923 |
| 3 | 565673 | 4642903 |
| 4 | 565635 | 4642769 |
| S= 1 ჰა | ||
| WGS 1984; |
ზ) ინდივიდუალური მეწარმე - ,,ძაბული ქორთიევი“ (ს/კ 45001031628) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან 6 თვის ვადით და მიეცეს უფლება, მდინარე დურუჯის ხეობაში მოიპოვოს 500 (ხუთასი) მ3 ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში), შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 566453 | 4645323 |
| 2 | 566456 | 4645337 |
| 3 | 566470 | 4645334 |
| 4 | 566466 | 4645320 |
| S= 0,02 ჰა | ||
| WGS 1984. |
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის მიხედვით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირები ვალდებულნი არიან:
ა) უზრუნველყონ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) უზრუნველყონ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით;
გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინონ ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი