„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის საინვესტიციო/კაპიტალური პროექტებისთვის გათვალისწინებული გადასახდელების მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ნოემბრის №2487 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2630
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025166
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთვრობის

განკარგულება №2630

2017 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის საინვესტიციო/კაპიტალური პროექტებისთვის გათვალისწინებული გადასახდელების მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ნოემბრის №2487 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის საინვესტიციო/კაპიტალური პროექტებისთვის გათვალისწინებული გადასახდელების მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ნოემბრის №2487 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების:

 ა)  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ საინვესტიციო/კაპიტალური პროექტებისთვის გათვალისწინებული გადასახდელების მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებების გაზრდის თაობაზე  თანხმობის მიცემის შესახებ“;

 ბ)  ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა:

ა)  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (პროგრამული კოდი: 30 01 01 01 „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი“) საინვესტიციო/კაპიტალური პროექტებისთვის გათვალისწინებული გადასახდელების თანხიდან 7000000 (შვიდი მილიონი) ლარის მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანის თაობაზე, მათ შორის, ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებების 3100000 (სამი მილიონ ასი ათასი) ლარით გაზრდაზე;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას  (პროგრამული კოდი: 30 01 02 „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია“) საინვესტიციო/კაპიტალური პროექტებისთვის გათვალისწინებული გადასახდელების თანხიდან 619168 (ექვსას ცხრამეტი ათას ას სამოცდარვა) ლარის  მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანის თაობაზე.“.

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი.