„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის №1216 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2677
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025263
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2677

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“;

 ბ) ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ქალაქ ბორდოში, ღვინის ქალაქში (Cité du Vin), „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ − გამოფენასთან დაკავშირებული ღონისძებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოუყოს 283 678  (ორას ოთხმოცდასამი ათას ექვსას სამოცდათვრამეტი) ლარი და 287 144 (ორას ოთხმოცდაშვიდი ათას ას ორმოცდაოთხი) ევროს ეკვივალენტი ლარი.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან  საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოუყოს 74 969 (სამოცდათოთხმეტი ათას ცხრაას სამოცდაცხრა) ლარი საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინისა და მეღვინეობის საყოველთაო ისტორიასთან დაკავშირებულ გამოფენაზე − „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ პროექტ „სუფრის“ განხორციელების მიზნით.

3. „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელაზე“  იტალიური კომპანია Associazione Culturale Metamorfosi-სათვის გამოფენის ორგანიზების ხარჯების დასაფარად (ტრანსპორტირება, დაზღვევა და სხვა) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მისი მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ  − საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის გამოეყოს 40 000 (ორმოცი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი, ხოლო საგამოფენო სივრცის  მულტიმედიის საშუალებებით (მაღალი რეზოლუციის მონიტორით) აღჭურვისთვის, რომელზეც განხორციელდება გამოფენასთან დაკავშირებული აუდიო-ვიდეო მასალების  დემონსტრირება  − 9000 ლარი.

4. ქ. თბილისში,  დოლიძის ქუჩაზე, კორპუს №28-ის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.17.031.005.01.501) ფართის სარემონტო სამუშაოებისთვის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მისი მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − შემოქმედებითი საქართველოსათვის გამოეყოს 95 000 (ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                          გიორგი კვირიკაშვილი