„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1393 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №2288
2017 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
„1. ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის წარდგენასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს 405 657 (ოთხას ხუთი ათას ექვსას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი და 28 118 (ოცდარვა ათას ას თვრამეტი) ევროს ეკვივალენტი ლარი.
2. ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს 24 563 (ოცდაოთხი ათას ხუთას სამოცდასამი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი