ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2700
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025193
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ზოგიერთი აქტებით გამოყოფილი თანხების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის გამოყენების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2700
2017 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
მიეცეს თანხმობა ლენტეხის მუნიციპალიტეტს, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 6 493 (ექვსი ათას ოთხას ოთხმოცდაცამეტი) ლარი, „ლენტეხის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 მაისის №970 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 11 833 (თერთმეტი ათას რვაას ოცდაცამეტი) ლარი, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ოქტომბრის №2283 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 538 (ხუთას ოცდათვრამეტი) ლარი, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №506 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 19 (ცხრამეტი) ლარი, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №2742 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 476 (ოთხას სამოცდათექვსმეტი) ლარი, „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №1251 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 6 858 (ექვსი ათას რვაას ორმოცდათვრამეტი) ლარი, „მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 დეკემბრის №2620 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 2 342 (ორი ათას სამას ორმოცდაორი) ლარი და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 38 009 (ოცდათვრამეტი ათას ცხრა) ლარი, ჯამში – 66 568 (სამოცდაექვსი ათას ხუთას სამოცდარვა) ლარი მიმართოს ლენტეხის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზებისა და დაბა ლენტეხში ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდისა და დასუფთავების მიზნით JCB-3CX მარკის ტრაქტორის შესაძენად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი