1.
საერთო კრების წევრია ჭიათურის მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებული ამომრჩეველი.
2.
საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვს, აგრეთვე:
ა)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს.
ბ)
ჭიათურის მუნიციპალიტეტში  ფაქტობრივად მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.
3.
ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული პირები საერთო კრების საქმიანობაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომ - კოდექსი) და ამ დებულებით განსაზღვრული წესით.
4.
საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვისა და მისი ხელშეწყობის მიზნით საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული (შემდგომ – რჩეული).
5.
საერთო კრებას ჰყავს საერთო კრების მდივანი (შემდგომ – მდივანი).
6.
საერთო კრების მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით პირის მონაწილეობის თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, პირი საკუთარ უფლებას ადასტურებს, შესაბამის დასახლებაში ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტით ან/და საერთო კრებაზე დამსწრე არანაკლებ 3 სრულუფლებიანი წევრის ხელმოწერილი სამეზობლო აქტით.
7.
საერთო კრების საქმიანობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ქალისა და მამაკაცის თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობა