1.
რჩეული საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას წარუდგენს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს, ან/და მის მიერ უფლებამოსილ მოხელეს/სტრუქტურულ ერთეულს. საერთო კრების მოწვევის შესახებ რჩეულის ინიციატივა მიიღება ცნობად და მას რეგისტრაცია არ ესაჭიროება.
2.
კრების გამართვამდე 1 თვით ადრე მაინც, რჩეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ.
3.
განცხადებაში მიეთითება, საერთო კრების მოწვევის:
ა)
თარიღი;
ბ)
დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში);
გ)
ინფორმაცია საერთო კრების ჩასატარებლად ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის საჭიროების შესახებ.
4.
რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით, უზრუნველყოფს რჩეული. რჩეული პასუხისმგებელია საერთო კრების მოწვევისა და წარმართვისათვის განსაზღვრული მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.04.2018
მუხლი 9. რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევა
თავი I — დებულებები დასახლებისთვის, სადაც რეგისტრირებულია 501-მდე ამომრჩეველი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. საერთო კრების საქმიანობის პრინციპები
- მუხლი 3. საერთო კრების შემადგენლობა
- მუხლი 4. საერთო კრების უფლებამოსილება
- მუხლი 6. საერთო კრების მოწვევის უფლების მქონე სუბიექტები
- მუხლი 7. ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 8. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 10. საერთო კრების საქმიანობის წესი
- მუხლი 11. ოქმი
- მუხლი 12. რჩეულის უფლებამოსილება
- მუხლი 13. რჩეულის უფლებამოსილების ვადა
- მუხლი 14. რჩეულის არჩევის წესი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ჭიათურის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2018. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 16/04/2018.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 9, №33, 05.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.129.016284 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4140512/muxli-9/