1.
დასახლებაში, სადაც არჩეულია რჩეული, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოს საერთო კრების მოწვევა წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ.
2.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს არ აქვს უფლება, რჩეულის არჩევის საკითხი შეიტანოს საერთო კრების დღის წესრიგში. საერთო კრების  ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოწვევის შემთხვევაში  რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება.
3.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის  მერი, მისი ინიციატივით საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, თავად ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით უზრუნველყოფს საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას.
4.
საერთო კრების მოწვევის თარიღად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან არაუადრეს მე-15 დღე და არაუგვიანეს 30-ე დღისა