საერთო კრება უფლებამოსილია:
ა)
განიხილოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის დასახლებისათვის მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური საკითხები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;
ბ)
განიხილოს ჭიათურის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვემდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები;
გ)
განიხილოს ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განსახორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისის შენიშვნები და წინადადებები;
დ)
ორგანიზება გაუწიოს ჭიათურის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, კერძოდ, დასახლების ტერიტორიის დასუფთავებაში, საქველმოქმედო საქმიანობაში და სხვა იმ სფეროში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართვას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისათვის მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოებს;
ე)
მიიღოს გადაწყვეტილება ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ;
ვ)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;
ზ)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინებით განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები;
თ)
განიხილოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრებაზე ინიციირებული საკითხი;
ი)
უფლებამოსილების ფარგლებში დავალებები მისცეს საერთო კრების რჩეულს;
კ)
განიხილოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი სახელმწიფო პროგრამები/პროექტები, შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს ამ პროგრამების/პროექტების მიმდინარეობის შეფასება;
ლ)
მიიღოს ინფორმაცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა სოციალური საჭიროებების შესახებ და შეიმუშავოს წინადადებები მუნციპალიტეტის სოციალური პროგრამების დაგეგმვის პროცესში;
მ)
შეიმუშაოს წინადადებები ჭიათურის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზებასთან დაკავშირებით;
ნ)
შეიმუშაოს წინადადებები ჭითურის მუნიციპალიტეტის დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით;
ო)
იშუამდგომლოს ჭიათურის მუნიციპალიტეტთან დასახლებაში საშეშე მერქნის განაწილების თაობაზე;
პ)
განიხილოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ/წარმომადგენლობით ორგანოებს წარუდგინოს შესაბამისი რეკომენდაციები;
ჟ)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ/წარმომადგენლობით ორგანოებს წარუდგინოს წინადადებები დასახლების განვითარების პრიორიტეტების შესახებ;
რ)
შეიმუშაოს წინადადებები დასახლებაში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით;
ს)
შეიმუშაოს წინადადებები დასახლებაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენების ორგანიზებასთან დაკავშირებით;
ტ)
განიხილოს დასახლებისთვის სასმელი და სარწყავი წყლის ხარისხი და მიწოდების გრაფიკი და შეიმუშაოს წინადადებები;
უ)
შეიმუშაოს წინადადებები დასახლებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციის, საზოგადოებაში ინტეგრაციის, თანაბარი შესაძლებლობებისა და ადაპტირებული გარემოს შექმნის მიმართულებით;
ფ)
უფლებამოსილების ფარგლებში თხოვნით მიმართოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საერთო კრების ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებაში დახმარების შესახებ;
ქ)
განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნციონირებასთან დაკავშირებული საკითხები;
ღ)
მოისმინოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის წარდგენილი ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;
ყ)
მოისმინოს დასახლების ტერიტორიიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არჩეული მაჟორიტარი საკრებულოს წევრის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;
შ)
განახორციელოს კოდექსით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.04.2018
მუხლი 4. საერთო კრების უფლებამოსილება
თავი I — დებულებები დასახლებისთვის, სადაც რეგისტრირებულია 501-მდე ამომრჩეველი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჭიათურის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 იანვრის №1 დადგენილება (სსმ, 13/01/2016,
- მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე
- მუხლი 1. დასახლების საერთო კრების ცნება
- მუხლი 2. საერთო კრების საქმიანობის პრინციპები
- მუხლი 3. საერთო კრების შემადგენლობა
- მუხლი 6. საერთო კრების მოწვევის უფლების მქონე სუბიექტები
- მუხლი 7. ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 8. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 9. რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 10. საერთო კრების საქმიანობის წესი
- მუხლი 11. ოქმი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ჭიათურის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2018. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 16/04/2018.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 4, №33, 05.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.129.016284 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4140512/muxli-4/