შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2728
2017 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ (შემდგომში – კომპანია), ამავე კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს ახალციხის მუნიციპალიტეტში ამორტიზებული V=2x800მ³ რეზერვუარების ნაცვლად ახალი რეზერვუარების სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში.
2. დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსის მოძიება და კომპანიისათვის გადარიცხვა მისი კაპიტალის გაზრდის მიზნით.
3. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება ამ განკარგულების მე-2 პუნქტის საფუძველზე გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 28.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2728. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.025322.
- სად არის „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №2728, 28.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025322 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4140878/