სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2738
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025311
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მიცემის,35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ შპს „ენერგოტრანსისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ შპს „ენერგო ინვესტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის გაცემის, 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ შპს „აჭარ ენერჯი - 2007“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთვრობის
განკარგულება №2738
2017 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. 154 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის – „ჭოროხის“ მშენებლობის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (ს/კ: 205169066) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე, სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო ტყის ფონდის 318 635 კვ. მ მიწის ფართობით (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №22.32.02.927; №22.32.02.926; №22.32.02.923; №22.32.02.924; №22.32.02.921; №22.31.03.827; №22.32.02.925; №22.36.01.203; №22.36.01.201; №22.36.01.202; №22.36.01.204; №22.32.01.999; №22.32.05.003; №22.32.05.001; №22.32.01.065; №22.31.03.829; №22.31.03.825; №22.36.01.206; №22.32.02.920; №22.31.03.823; №22.32.02.922; №22.31.03.826; №22.31.03.824; №22.28.11.115; №22.28.11.119; №22.28.11.117; №22.28.11.116; №22.32.04.002; №22.31.03.828; №22.32.04.001; №22.36.01.205; №22.32.05.002; №22.28.11.118; №22.28.11.121; №22.28.11.120; №22.32.01.998) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა განესაზღვროს 2020 წლის 31 დეკემბრამდე.
2. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიეცეს უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:
ა) „ჩვეულებრივი წაბლი“ (Castanea sativa Mill.) – 1959 (ათას ცხრაას ორმოცდაცხრამეტი) ინდივიდი;
ბ) „პატარა თელადუმა“ (Ulmus minor Mill.) – 19 (ცხრამეტი) ინდივიდი;
გ) „მცირენაყოფიანი ბალამწარა“ (Cerasus microcarpa C.A Meyer) – 13 (ცამეტი) ინდივიდი;
დ) „კაკლის ხე“ ( Juglans regia L) – 8 (რვა) ინდივიდი.
3. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვალდებულია:
ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;
ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს სააგენტოს მიღება-ჩაბარების აქტით.
4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.