2003-2005 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
2003-2005 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების შესახებ
ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების გაგრძელების მიზნით, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. 2003-2005 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში განისაზღვროს ცენტრალური ბიუჯეტის საბიუჯეტო შემოსავლების არანაკლებ 11,1%-ით.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა (მ. გოგიაშვილმა) უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტთან ამ დადგენილების პირველი პუნქტის შეთანხმება და 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 6 დეკემბერი.
№1834–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2003-2005 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „2003-2005 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.12.2002.
- როდის იქნა მიღებული „2003-2005 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების შესახებ“?
- „2003-2005 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების შესახებ“ მიღებულია 06.12.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1834. სარეგისტრაციო კოდი — 0000.00.00.000000.
- სად არის „2003-2005 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.12.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „2003-2005 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების შესახებ“, №1834, 06.12.2002, სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.12.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/41746/