„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№66/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010040020.22.022.017525
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №66/ნ

2018 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 7 დეკემბერი 2017 წ. N1620-რს) მე-2 მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტებისა და „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლისა და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში (სსმ III, 2001 წ., №18, მუხლი 158) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და მე-15 მუხლების საფუძველზე, დამტკიცდეს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბიროს თანდართული დებულება.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბიროს დებულება,”;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სათათბიროში წარმოდგენილი უნდა იყვნენ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების წარმომადგენლები და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა პირები.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და სათათბიროს წევრთა არანაკლებ ერთ მესამედს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მოიწვიონ სათათბიროს რიგგარეშე სხდომა.“;

დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სათათბიროს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, ამ დებულების მე-6 პუნქტის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სათათბიროს შექმნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.“;

ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სათათბიროს თავმჯდომარეა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“;

ვ) 101 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„101. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის არყოფნის შემთხვევაში, სათათბიროს თავმჯდომარის უფლება - მოვალეობებს ახორციელებს სათბიროს თავმჯდომარის მოადგილე - სათათბიროს წევრი, რომელიც განისაზღვრება სათათბიროს შექმნის შესახებ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.“;

ზ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სათათბირო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ერთობლივი განხილვის გზით, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით (გარდა ამ დებულების 131  პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც პროექტის დაფინანსების საკითხის თაობაზე სათათბირო გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, პროექტის შეფასების კრიტერიუმებიდან გამომდინარე). ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. სათათბიროს გადაწყვეტილება ფორმდება  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.“;

თ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. სათათბიროს წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი კავშირი ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ცვლის სათათბიროს წევრის კანდიდატურას.“;

ი) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. სათათბიროს საქმიანობის საერთო კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას, კოლეგიალობის პრინციპის დაცვით, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“;

კ) მე-18 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ლ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. სათათბიროს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას ახორციელებს სათათბიროს მდივანი, რომელიც განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი