„თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №216 |
|
2018 წლის 11 მაისი ქ. თბილისი |
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის დამზადებას, ვალდებულია, დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.“.
2. მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-7 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. გაუტეხელი თხილის (თხილი ნაჭუჭით), თხილის გულის და/ან გადამუშავებული თხილის გულის ნიმუშის დიდი ზომის შეფუთვებიდან ხდება ნიმუშების აღება და შერევა – გაერთიანებული ნიმუშის ფორმირება. დიდი ზომის შეფუთვის ერთეულების რაოდენობა, საიდანაც ხდება გაერთიანებული ნიმუშის ფორმირება და ნიმუშის წონა განისაზღვრება გამოსაკვლევ მაჩვენებლებზე ნიმუშის აღების შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტისა და სტანდარტებით განსაზღვრული მეთოდების გამოყენებით.“.
4. მე-7 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. თხილის ექსპორტისას:
ა) ბიზნესოპერატორი ვალდებულია, პარტიის ფორმირების დასრულების შემდეგ განახორციელოს შესაბამისობის შეფასების პროცედურები;
ბ) ბიზნესოპერატორმა უნდა მიმართოს სააგენტოს და სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით აიღოს ნიმუში ლაბორატორიული კვლევისთვის;
გ) ნიმუშის აღების დასრულებისთანავე, სააგენტო ახდენს დიდი ზომის შეფუთვის დალუქვას;
დ) ბიზნესოპერატორმა ლაბორატორიული კვლევის შედეგები უნდა წარუდგინოს სააგენტოს;
ე) რეფერენტული გამოცდისათვის ნიმუში აღებული უნდა იქნეს სააგენტოს მიერ, რომელიც ინახება პროდუქტის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.“.
5. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:
„111. მე-7 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ლაბორატორიული კვლევისთვის საექსპორტო თხილის მაჩვენებლებს, ასევე ნიმუშის აღების სიხშირეს განსაზღვრავს სააგენტო.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.05.2018.
- როდის იქნა მიღებული „თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 11.05.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №216. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.020531.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.05.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №216, 11.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020531 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4189831/