📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.05.2018
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.148.016494
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,294 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 04.07.2018 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 16.12.2019 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 29.06.2018 კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 04.06.2019 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 06.08.2019

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №48 2018 წლის 14 მაისი ქ. გორი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი დანართი  №1-ის  შესაბამისად და განისაზღვროს გარე ვაჭრობისთვის ადგილები დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 კონტროლი ამ დადგენილების შესრულებაზე  დაევალოს გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს – ზედამხედველობის სამსახურს. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 ივლისის №51 დადგენილება www.matsne.gov.ge, 09.07.2015წ., 010250020.35.174.016093). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე დანართი №1 გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. წინამდებარე წესი არეგულირებს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრის, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს. 2.   გარე ვაჭრობად ითვლება: ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული  და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა); ბ)  საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის  საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება; გ) რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტების მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან; დ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან. 3. თუ საქონლის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის საწარმოო ობიექტში ან სასაწყობო ნაგებობაში და საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს, ნივთის რეალიზაცია ითვლება გარე ვაჭრობად. მუხლი 2🔗. გარე ვაჭრობის რეგულირების წესის ამოცანები წინამდებარე წესის ამოცანებია: ა) მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა. მუხლი 3🔗. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა 1. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დასაშვებია გორის მუნიციპალიტეტის მერის წინადადების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მხოლოდ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებზე. 2. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) მუნიციპალიტეტში შემავალი დასახლებების განვითარების ინტერესები; ბ) მუნიციპალიტეტში შემავალი დასახლებების იერსახე; გ) მოსახლეობის სიმჭიდროვე; დ) სატრანსპორტო ნაკადი; ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება; ვ) საგზაო მოძრაობის წესები; ზ) ეკოლოგიური მდგომარეობა; თ) საზოგადოების სხვა ინტერესები. 3. გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრული ადგილების განკარგვას საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების  საფუძველზე  ახდენს გორის მუნიციპალიტეტის  მერი,  შემდეგი  წესებით: ა)  თუ კონკრეტული ტერიტორია მდებარეობს  სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, ქონება, პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცემა მეწარმეს (მისი სურვილის შემთხვევაში), აუდიტორის დასკვნით განსაზღვრული შეფასების მიხედვით; ბ) დადგენილების ძალაში შესვლისას, გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრული ობიექტით მოსარგებლეს (თუ ასეთი პირი უკვე არსებობს) ქონება, გადაეცემა პირდაპირი განკარგვის წესით,  ნებისმიერი ვადით, აუდიტორის დასკვნით განსაზღვრული შეფასების მიხედვით; გ) ყველა სხვა შემთხვევაში, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გარე ვაჭრობისთვის  განსაზღვრული ადგილი, აუდიტორული დასკვნით დადგენილი შეფასების გათვალისწინებით,  სარგებლობის უფლებით  გაიცემა „გორის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 მარტის №20 დადგენილების   შესაბამისად. 4. გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრული ადგილების განკარგვასთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის  მერი უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან  რამდენიმე ან/და  ყველა ადგილისათვის დაადგინოს: ა) იმ საქონლის სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/და აკრძალულია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად; ბ) იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე. 5. გარე ვაჭრობის ადგილების განკარგვა შეიძლება მოხდეს მუდმივად ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას. მუხლი 4🔗. გარე ვაჭრობის ორგანიზება 1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს მუნიციპალიტეტის იერსახის მოთხოვნებს და არ აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით. 2. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ  ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა. 4. უნდა აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური) გარე ვაჭრობა.   5. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები; ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები; გ) ყვავილები; დ) ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში); ე) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული). 6. სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ა) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები; ბ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით); გ) შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში); დ) ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული. 7. გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. მუხლი 5🔗. წესის დარღვევა წინამდებარე წესის ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​3 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.   დანართი   №2 გარე ვაჭრობისთვის ადგილების ჩამონათვალი: 1. ქალაქი გორი, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოს მიმდებარედ, 227,00 კვ.მ ს/კ 66.45.18.161, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 26 000 (ოცდაექვსი ათასი) ლარით, იჯარის ქირა – 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარით, თვეში. 2. ქალაქი გორი, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოს მიმდებარედ, 218,00 კვ.მ ს/კ 66.45.18.160; აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარით; იჯარის ქირა – 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარით, თვეში. 3. ქალაქი გორი, სტალინის გამზ. №19-ის მიმდებარედ, 38,00 კვ.მ ს/კ 66.45.18.202; აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4 300 (ოთხი ათას სამასი) ლარით; იჯარის ქირა – თვეში 200 (ორასი) ლარით. 4. ქალაქი გორი, კეცხოველის ქ. 291,00 კვ.მ ს/კ 66.45.29.008; აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 12 600 (თორმეტი ათას ექვსასი) ლარით; იჯარის ქირა – თვეში 200 (ორასი) ლარით. 5. ქალაქი გორი, ქუთაისის ქუჩის მიმდებარედ, 34,00 კვ.მ ს/კ 66.45.18.243, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 3 600 (სამი ათას ექვსასი) ლარით; იჯარის ქირა – თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარით. 6. ქალაქი გორი, სტალინის ქუჩის მიმდებარედ, 34,00 კვ.მ ს/კ 66.45.18.247, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4 000 (ოთხიათასი) ლარით; იჯარის ქირა – თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარით. 7. ქალაქი გორი, ხერხეულიძის ქუჩის მიმდებარედ 36,00 კვ.მ ს/კ 66.45.18.245, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4 300 (ოთხი ათას სამასი) ლარით; საიჯარო  ქირა – თვეში 200 (ორასი) ლარით. 8. ქალაქი გორი, სატალინის ქუჩის მიმდებარედ 38,00 კვ.მ ს/კ 66.45.21.206 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისზღვროს 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში – 200 (ორასი) ლარით. 9. ქალაქი გორი, სტალინის ქუჩის მიმდებარედ  33,00 კვ.მ ს/კ 66.45.21.218 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში – 80  (ოთხმოცი) ლარით. 10. ქალაქი გორი, სამეფოს ქუჩის მიმდებარედ  43,00 კვ.მ ს/კ 66.45.25.314 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 5 000 (ხუთი ათასი) ლარით,   საიჯარო ქირა თვეში – 100  (ასი) ლარით. 11. ქალაქი გორი, ქუთაისის ქუჩის მიმდებარედ 71 კვ.მ ს/კ 66.45.12.402 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 9 000 (ცხრა ათასი) ლარით,   საიჯარო ქირა თვეში –  300 (სამასი) ლარით. 12. ქალაქი გორი, ქუთაისის ქუჩის მიმდებარედ 35კვ.მ ს/კ 66.45.12.403 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4 400 (ოთხი ათას ოთხასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში – 150  (ას ორმოცდაათი) ლარით. 13. ქალაქი გორი, სტალინის გამზირის მიმდებარედ 40,00კვ.მ ს/კ 66.45.25.339 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 6 700 (ექვსი ათას შვიდასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში – 100 (ასი) ლარით.