გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 14.05.2018
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.148.016500
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/05/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.05.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე | გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 03.04.2015
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ დაბა ჩოხატაურში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ავტოსატრანსპორტო
საშუალებების მოძრაობის ორგანიზების შესახებ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №54
2018 წლის 14 მაისი
ქ. გორი
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესები თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე“გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 03 აპრილის №34 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 14/04/2015; 310150000.35.174.016076).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე
დანართი №1
გორის
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიის
ფარგლებში
ადგილობრივი
მნიშვნელობის
გზებზე
საგზაო
მოძრაობის
ორგანიზების
წესები
1. ქალაქ გორში, სტალინის გამზირიდან თამარ მეფის ქუჩაზე (გურამიშვილის ქუჩის მიმართულებით) აიკრძალოს სატვირთვო ავტომობილების მოძრაობა.
2. ქალაქ გორში, ჭავჭავაძის გამზირის მონაკვეთზე, სამეფოს ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩამდე
მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა სამეფოს ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩის მიმართულებით).
3. ქალაქ გორში, გურამიშვილის ქუჩის მონაკვეთზე, ჭავჭავაძის გამზირიდან თამარ მეფის ქუჩამდე
მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირიდან თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით).
4. ქალაქ გორში, სამეფოს ქუჩის მონაკვეთზე, თამარ მეფის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირამდე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა თამარ მეფის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით).
5. ქალაქ გორში, რუსთაველის ქუჩის მონაკვეთზე, ჭავჭავაძის გამზირიდან წერეთლის ქუჩამდე, წერეთლის ქუჩაზე და ლომოურის ქუჩის მონაკვეთზე წერეთლის ქუჩიდან
გარსევანიშვილის ქუჩამდე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირიდან გარსევანიშვილის მიმართულებით).
6. ქალაქ გორში, რობაქიძის ქუჩის მონაკვეთზე, დ. ამილახვრის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირამდე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (დ. ამილახვრის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით).
7. ქალაქ გორში, ცხინვალის გზატკეცილზე
მონაკვეთი პაპიტაშვილის ქუჩიდან
კარალეთის დევნილთა
ჩასახლებამდე, ძველსა და ახლად ჩამოყალიბებულ გზებზე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა.
8. ქალაქ გორში, მშვიდობის გამზირსა და ჭონქაძის ქუჩის გადაკვეთაზე არსებულ შუქნიშანზე განხორციელდეს შემდეგი სახის რეგულირება:
ა) მშვიდობის გამზირიდან მომავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის მარცხენა ზოლზე მოძრაობა განხორციელდეს მხოლოდ პირდაპირ;
ბ)
ლიახვის ხიდიდან მიმავალ ავტოსატრანსპორტო საშუალებას,
პირდაპირ და მარჯვნივ მოძრაობისას გაეზარდოს
მოძრაობის დრო;
გ)
შინდისის გზატკეცილის მხრიდან მომავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის მარჯვენა ზოლში მოძრაობა განხორციელდეს ყველა მიმართულებით.
9. ქალაქ გორში, ქართლის ქუჩა ჩამოყალიბდეს ცალმხრივად, ჭავჭავაძის გამზირიდან გურამიშვილის ქუჩის მიმართულებით
10. ქალაქ გორში, დიმიტრი ამილახვრის ქუჩის მონაკვეთზე გურამიშვილის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა გურამიშვილის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის მიმართულებით).
11. ქალაქ გორში, 9 აპრილის ქუჩა მოეწყოს ცალმხრივად (ცალმხრივი მოძრაობა რუსთაველის ქუჩიდან სამეფოს ქუჩის მიმართულებით).
12. ქალაქ გორში, თამარ მეფის ქუჩის მონაკვეთზე, გურამიშვილის ქუჩიდან სამეფოს ქუჩამდე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა გურამიშვილის ქუჩიდან სამეფოს ქუჩის მიმართულებით).
13. ქალაქ გორში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩის მონაკვეთზე, კახნიაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე მოეწყოს
ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა კახნიაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩის მიმართულებით).