სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2018 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 22.05.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №61
სარეგისტრაციო კოდი 470200000.22.034.016752
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/05/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.05.2018 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ზოგიერთ სამკურნალო საშუალებაზე 2017 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2026 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2023 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2022 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2021 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2018 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ერთობლივი ბრძანება
№61/№01-21/ნ
2018 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2018 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1🔗
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილი საბჭოს 2018 წლის 27 აპრილის სხდომის (ოქმი №1) გადაწყვეტილების შესაბამისად:
1. დადგინდეს 2018 წლის ქვეყნის შიდა კვოტები სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ შემდეგ სამკურნალო საშუალებებზე:
ა) ზალეპლონი;
ბ) ზოპიკლონი;
გ) ბაკლოფენი;
დ) გაბაპენტინი;
ე) ტროპიკამიდი;
ვ) დექსტრომეტორფანის შემცველი კომბინირებული პრეპარატები.
2. ქვეყნის შიდა კვოტები 2018 წლისათვის განისაზღვროს ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ სამკურნალო საშუალებებზე (აქტიურ ნივთიერებებზე გადაანგარიშებით) შემდეგი ოდენობებით:
ა) ზალეპლონისათვის – 993.455 გრამი;
ბ) ზოპიკლონისათვის – 2645.305 გრამი;
გ) ბაკლოფენისათვის – 56509.15 გრამი;
დ) გაბაპენტინისათვის – 768257.95 გრამი;
ე) ტროპიკამიდისათვის – 300 გრამი;
ვ) დექსტრომეტორფანისათვის – 2828 გრამი.
3. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადებში, იმპორტი გამოცხადდეს 2018 წლის მთლიან წლიურ შიდა კვოტაზე, ამასთან, იმპორტის გამოცხადებისას გათვალისწინებულ იქნეს 2018 წლის 1 აპრილისთვის ქვეყანაში არსებული ნაშთები/მარაგები.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარიასაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზაზა ბოხუა